გენერალი დენი მერსიე დაინიშნა ეთიკური ლიდერობის პროფესორად კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ-ვესტმინსტერის კოლეჯში

19 მარტი 2018

PRESS RELEASE: For Immediate Release                                                                                  19 March 2018

 

გენერალი დენი მერსიე დაინიშნა ეთიკური ლიდერობის პროფესორად კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ-ვესტმინსტერის კოლეჯში

 

თბილისი, საქართველო. კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის აპარატმა განაცხადა, რომ გენერალ დენი მერსიე, ნატოს  ტრანსფორმაციის უმაღლესი მთავარსარდალი, დღეს ოფიციალურად დაინიშნა კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ-ვესტმინსტერის კოლეჯის ეთიკური ლიდერობის პროფესორად.

 

გენერალი მერსიე 2015 წლიდან მსახურობდა ნიუ-ვესტმინსტერის კოლეჯის გუბერნატორის მთავარ მეცბიერთანამშრომლის თანამდებობებზე და ერთდროულად არის მმართველთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარე.

 

გენერალ მერსიეს აქვს ეთიკური ლიდერობის გამორჩეული გამოცდილება და არის საფრანგეთის საჰაერო ძალების შტაბის უფროსი. 2015 წლის 23 მარტს ჩრდილოატლანტიკურმა  საბჭომ   დაამტკიცა მისი დანიშვნა და ის  ამჟამადაც მსახურობს ნატოს  ტრანსფორმაციის უმაღლეს მთავარსარდლად.

 

გენერალმა მერსიემ ჩააბარა საფრანგეთის საჰაერო ძალების აკადემიაში 1979 წელს, სადაც მან 1981 წელს მოიპოვა მაგისტრის ხარისხი და 1983 წელს მიიღო პილოტის კვალიფიკაცია. მან საფრანგეთის საჰაერო ძალებში ყველა საოპერაციო სარდლობის დონეზე იმსახურა და  იკავებდა სხვადასხვა თანამდებობებს ნატოში. მსახურობდა საფრანგეთის საჰაერო ძალების აკადემიის სარდლად სალონ-დე-პროვანსში, სადაც უძღვებოდა ცვლილებეს, ხელს უწყობდა მუდმივ პარტნიორობას მოკავშირეებთან და პრესტიჟულ უნივერსიტეტებთან. 2012 წლის 17 სექტემბერს იგი გახდა საფრანგეთის საჰაერო ძალების შტაბის უფროსი, რამაც ოფიციალურად განამტკიცა  მისი კონტაქტი ნატოს ალიანსის საჰაერო მთავარსარდლობასთან.

 

გენერალ მერსიეს მიენიჭა მრავალი უცხოური ჯილდო, კერძოდ  კანადიდის, ესპანეთის, პოლონეთის, გერმანიის, ბელგიის, იტალიის, ჩილეს, ბრაზილიის, არაბეთის გაერთიანებული საემიროების, საუდის არაბეთისა და სინგაპურის. მას მიენიჭა საფრანგეთის ღირსების ლეგიონის დიდი ოფიცრის წოდება და საფრანგეთის ეროვნული ღირსების ორდენის ოფიცრის წოდება.

 

"როგორც ეთიკური ლიდერობის პროფესორი და კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ-ვესტმინსტერის კოლეჯის სამეცნიერო საზოგადოების წევრი, გენერალი დენი მერსიე მხარს უჭერს აკადემიური სრულყოფის უმაღლეს სტანდარტებს და არის ერთგული ჩვენი კოლეჯის, უნივერსიტეტის და მისი გლობალური ქსელის განვითარების პროცესის. ”- თქვა პროფესორმა რობერტ გუდვინ III-მ, კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ-ვესტმინსტერის კოლეჯის დეკანმა. ”მისი გამორჩეული გამოცდილება ეთიკური ლიდერობაში შესანიშნავი მაგალითია სხვა პროფესიონალებისათვის და სტუდენტებისთვის”.

 

”კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ-ვესტმინსტერის კოლეჯმა განაგრძო ჩემზე შთაბეჭდილების მოხდენას გამორჩეული ლიდერობის, ფაკულტეტისა და მსოფლიო დონის სასწავლო პროგრამებით, რომლებიც ხორციელდება ინოვაციური მეთოდოლოგიებით, რაც დადებითად აისახება ეთიკური ლიდერობის სწავლებაზე და აკადემიურ სრულყოფაზე”, - თქვა გენერალმა დენი მერსიემ. ”მართლაც, ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ ვიყო კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ-ვესტმინსტერის კოლეჯის და მისი ნათელი მომავლის ნაწილი”!