ახალი კინოს სკოლა

 კავკასიის ახალი კინოს სკოლა პრინციპულად ახალი ფორმატის სკოლაა, რომელიც სტუდენტებს ასწავლის არა მარტო ხელობას, არამედ ასწავლის „ხედვას".

კავკასიის ახალი კინოს სკოლის მიზანია, კინოინდუსტრიას შესძინოს ახალი პროფესიონალები, რომლებსაც ერთის მხრივ ექნებათ ყველანაირი უნარი, გამოცდილება და ცოდნა, რომელსაც თანამედროვე კინო მოითხოვს, ხოლო მეორეს მხრივ, იქნებიან ღია ახალი ტენდენციების და ინოვაციების მიმართ და შექმნიან ახალ „ცოცხალ" კინოს და ახლო მომავალში შეძლებენ ქართული კინოს პროფესიული ლანდშაფტის შეცვლას.

კინოს სკოლაში საგანმანათლებლო პროგრამები თეორიისა და პრაქტიკის იმ თანაფარდობაზეა აგებული, რომელიც თანამედროვე პირობებში პროფესიის დაუფლებას ესაჭიროება. სკოლის პროგრამა მოიცავს ლექციებს, კურსებს, პრაქტიკულ მეცადინეობებს და უშუალოდ კინოწარმოების პროცესს.

საგანმანათლებლო პროგრამების მოცულობა და სპეციფიკა შედგენილია კინოინდუსტრიის მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისად.

კავკასიის ახალი კინოს სკოლის კინოხელოვნების სამაგისტრო პროგრამა წელს აცხადებს მიღებას შემდეგ სპეციალობებზე:



• კინორეჟისურა
• კინოდრამატურგია