მიღების წესები

School of New Cinema

კავკასიის ახალი კინოს სკოლაში მისაღებად საჭიროა ანკეტის შევსება და მისაღები გამოცდების გავლა თქვენს მიერ არჩეულ ლაბორატორიაში. დავალებები და მასალები უნდა გამოგზავნოთ ელექტრონული ფოსტით მისამართზე: newcinema@cu.edu.ge.

 

მისაღები გამოცდების დამასრულებელი ეტაპია გასაუბრება (ნამუშევრების კონკურსის გავლის შემდეგ აბიტურიენტებს გასაუბრებაზე იწვევენ, თითოეულ მონაწილეს ინდივიდუალურად აცნობებენ მასთან გასაუბრების დროსა და თარიღს).

 

აბიტურიენტმა, რომელიც წარმატებით გაივლის კონკურსს, უნდა გააფორმოს ხელშეკრულება და საკადრო განყოფილებას მიაწოდოს შემდეგი საბუთები:

  • პასპორტის ასლი;
  • დიპლომის / განათლების შესახებ საბუთის (თუ ასეთი არსებობს) ასლი;
  • 2 ფერადი ფოტო (ფორმატი 3х4).

 

 

გადახდის პირობები


სწავლის საფასურის გადახდა ხდება სემესტრულად, აღებული კრედიტების შესაბამისად.

 

CU გრანტი ეს არის 50%-იანი დაფინანსება სამაგისტრო პროგრამის სრულ ღირებულებაზე, რომლის მოპოვება შესაძლებელია, თუ თქვენ:

- ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული
- და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი.
 
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური ღირებულება შეადგენს:
 
 
CU სტანდარტული გადასახადი CU გრანტის მოპოვებისას CU და სახელმწიფო გრანტის მოპოვებისას
 4 950 ლარი 2 475 ლარი  1 350 ლარი 

 

იმ შემთხვევაში თუ კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს არ აქვს GPA (3,5 და მეტი), ის მიიღებს სრული პროგრამის 10%-იან დაფინანსებას.