პროგრამის სტრუქტურა

კინოხელოვნების სამაგისტრო პროგრამა მოიცავს 120 ECTS  კრედიტს. საგანმანათლებლო პროგრამა სტრუქტურულად იყოფა საშუალოდ 60 ECTS კრედიტიან ორ ეტაპად. თითო ეტაპი მოიცავს ორ სემესტრს - შემოდგომის და გაზაფხულის. სწავლების სტანდარტული ვადისათვის თითოეული ეტაპის ხანგრძლივობა შეადგენს ერთ აკადემიურ წელს (სტანდარტული ეტაპი). კინოხელოვნების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სტანდარტული ვადაა 2 წელი (სწავლების სტანდარტული პერიოდი), ხოლო დასაშვები ვადაა 4 წელი. დასაშვებ ვადაში არ შედის ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც სტუდენტს შეჩერებული ჰქონდა სტატუსი. სტუდენტს, რომელიც დასაშვებ ვადაში ვერ შეძლებს მაგისტრატურაში სწავლის დასრულებას შეუწყდება სტატუსი და სასწავლო პროცესის მართვისა და სტუდენტთა რეგისტრაციის სამსახური მას გადასცემს ნიშნების ფურცელს. პროგრამაში  საგნების განაწილება ეფუძნება შინაარსობრივ თანამიმდევრობას და ლოგიკას, გამოყენებულია საგნებს შორის  წინაპირობის დაცვის პრინციპი, რაც იძლევა დასახული კომპეტენციების სტუდენტისთვის მიღების საშუალებას. კინოხელოვნების პროგრამა მოიცავს სავალდებულო სასწავლო (97 ECTS) და  კვლევით/პრქტიკულ  (23 ECTS) კომპონენტებს. პროგრამაში სასწავლო კომპონენტი დაყოფილია: კინოხელოვნების სავალდებულო (64 ECTS) და ორი არჩევითი  სპეციალობის (კინორეჟისურა და კინოდრამატურგია) სავალდებულო საგნებად (თითო სპეციალობა 33 ECTS). სტუდენტი მეორე სემესტრის შემდეგ ირჩევს მისთვის სასურველ სპეციალობას და მესამე-მეოთხე სემესტრი აგრძელებეს სწავლას შესაბამისი სპეციალობის სასწავლო პროგრამის მიხედვით. 

 

  საგნების ტიპი ECTS კრედიტების რაოდენობა
კინოხელოვნების სავალდებულო საგნები სავალდებულო საგნები 64 ECTS
 სპეციალობის სავალდებულო საგნები    სავალდებულო საგნები   33 ECTS
კვლევითი/პრაქტიკული კომპონენტი   სამაგისტრო ნაშრომი    23 ECTS
კრედიტების საერთო რაოდენობა 120 ECTS

 

  სასწავლო წელი აგებულია სემესტრული პრინციპით: შემოდგომის და გაზაფხულის სემესტრი. თითოეული მოიცავს 21 კალენდარულ კვირას, შესაბამისად სასწავლო წელი დაგეგმილია 42 კვირაზე. კავკასიის უნივერსიტეტში  სტუდენტების მიერ საგნის ასათვისებლად შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის გაანგარიშება კრედიტების დაგროვებისა და ტრანსფერის ევროპული სისტემის ECTS-ის მიხედვით ხდება. კრედიტი არის ერთეული, რომელიც ასახავს სტუდენტის მიერ საგნის ასათვისებლად შესასრულებელი სამუშაოს მოცულობას, გამოხატულს დროის ერთეულში. 1 ECTS კრედიტი მოიცავს სასწავლო საქმიანობას (სტუდენტის დატვირთვას) 25 ასტრონომიული საათის განმავლობაში.