მიღების წესები

კავკასიის ახალი კინოს სკოლაში მისაღებად საჭიროა ანკეტის შევსება და მისაღები გამოცდების გავლა თქვენს მიერ არჩეულ ლაბორატორიაში. დავალებები და მასალები უნდა გამოგზავნოთ ელექტრონული ფოსტით მისამართზე: newcinema@cu.edu.ge.

 

მისაღები გამოცდების დამასრულებელი ეტაპია გასაუბრება (ნამუშევრების კონკურსის გავლის შემდეგ აბიტურიენტებს გასაუბრებაზე იწვევენ, თითოეულ მონაწილეს ინდივიდუალურად აცნობებენ მასთან გასაუბრების დროსა და თარიღს).

 

აპლიკანტმა, რომელიც წარმატებით გაივლის კონკურსს, უნდა გააფორმოს ხელშეკრულება და საკადრო განყოფილებას მიაწოდოს შემდეგი საბუთები:

 

 

სარეჟისორო დავალებები

 

  • ავტობიოგრაფიული ესე, შესრულებული შემოქმედებით სტილში /არაუმეტეს ორი გვერდისა
  • შემთხვევის, მოვლენის აღწერა რომელმაც აპლიკანტზე გავლენა მოახდინა /მხოლოდ რეალური ამბავი - არაუმეტეს ორი გვერდისა
  • სრულ ან მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის კონცეფცია / ფილმის აღწერა, პერსონაჟები, ატმოსფერო, პროცესები - არაუმეტეს ორი გვერდისა
  • დეტალურად შემუშავებული სცენა ფილმიდან / აღწერ, პერსონაჟები, ატმოსფერო - არაუმეტეს ერთი გვერდისა
  • აბიტურიენტის ერთ-ერთი საყვარელი ფილმის მიმოხილვა /არაუმეტეს ერთი გვერდისა
  • აბიტურიენტის ფოტო, მის მიერვე გადაღებული /თავისუფალი ფორმა - როგორ ხედავს აბიტურიენტი საკუთარ თავს
  • დამატებით შეგიძლიათ წარმოადგინოთ შემოქმედებითი ნამუშევრები გადაღებული ფოტოები ან ფილმი (სავალდებულო არაა)

 

თარიღები

 

  • საბუთების მიღება: 27 აგვისტო - 12 სექტემბერი
  • სარეჟისორო დავალებების გაგზავნა 12 სექტემბრის დღის 12 საათამდე
  • მიმღებ კომისიასთან აპლიკანტების გასაუბრება: 15-16 სექტემბერი

 

გადახდის პირობები

 

სწავლის საფასურის გადახდა ხდება სემესტრულად, აღებული კრედიტების შესაბამისად.

 

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური ღირებულება შეადგენს: 4 950 ლარს

 
იმ შემთხვევაში თუ კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს არ აქვს GPA (3,5 და მეტი), ის მიიღებს სრული პროგრამის 10%-იან დაფინანსებას