პროგრამის სტრუქტურა

რა სიახლეებს გვთავაზობთ კავკასიის სამართლის სკოლა სადოქტორო პროგრამაზე?

კავკასიის სამართლის სკოლაში მოქმედებს განახლებული სადოქტორო პროგრამა, რომელიც ახორციელებს მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისა და სამეცნიერო კადრის მომზადებას საერთაშორისო საგანმანათლებლო სადოქტორო პროგრამების (Ph.D) შესაბამისად მსოფლიოს საუკეთესო გამოცდილებისა და სწავლების ინოვაციური ტექნოლოგიების საფუძველზე.

სადოქტორო პროგრამის ფარგლებში უკვე მოხდა დოქტორანტთა პირველი 50 კაციანი ნაკადის ჩარიცხვა.

კავკასიის სამართლის სკოლის დოქტორანტთა სიაში ირიცხებიან თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები, ცნობილი ადვოკატები, ნოტარიუსები და მნიშვნელოვანი თანამდებობის საჯარო მოხელეები.

რით განსხვავდება კავკასიის სამართლის სკოლის სადოქტორო პროგრამა სამართლის სხვა სკოლების სადოქტორო პროგრამებისაგან?

კავკასიის სამართლის სკოლის სადოქტორო პროგრამიას სტრუქტურა და შინაარსი შემდეგ ფუძემდებლურ პრინციპებს ემყარება:

  • კავკასიის სამართლის სკოლის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტს, სწავლების დასწრებული ფორმის მიუხედავად, შეუძლია სამსახურებრივ საქმიანობას შეუთავსოს აკადემიური პროცესი. აღნიშნული გარემოების ხელშესაწყობად სასწავლო პროცესი 19:00 საათზე იწყება;
  • სამართლის სკოლის დოქტორანტი თავად განსაზღვრავს თავისი აკადემიური დატვირთვის მოცულობას. საკონტაქტო საათების რაოდენობა მაქსიმალურადაა შემცირებული და აქცენტი ძირითადად დოქტორანტის ინდივიდუალურ მუშაობაზეა გადატანილი;
  • პროგრამის აკადემიური ნაწილი ამოიწურება ორი მეთოდოლოგიური, ერთი ინტერდისციპლინური და ორი სასწავლო კურსის (ბლოკ სემინარების) შესწავლით;
  • პროგრამის სამეცნიერო ნაწილი დოქტორანტს საშუალებას აძლევს ზედმეტი ბიუროკრატიული ბერკეტების გარეშე მიუძღვნას დრო სადისერტაციო კვლევას;
  • პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია საგრანტო პროექტებში მონაწილეობა და სტიპენდიის მოპოვება ევროპაში სწავლის გაგრძელების მიზნით;
  • წარმატებული დაცვის შემთხვევაში, დოქტორანტებს მიეცემათ უპირატესობა, დასაქმდნენ კავკასიის სამართლის სკოლაში.
  • კავკასიის სამართლის სკოლის სადოქტორი პროგრამის გავლის შემდეგ სადოქტორო პროგრამის სტუდენტს მიენიჭება სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.