მიღების წესები

კავკასიის სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობას წარმოადგენს:

 

  • საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება
  • უნივერსიტეტში დაგეგმილი საკონკურსო პროცედურების წარმატებით გავლა
  • სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველის მომზადების დონის განსაზღვრა ტესტური წესით ინგლისურ/გერმანულ ენებში. ინგლისური/გერმანული ენის ტესტისაგან თავისუფლდებიან კანდიდატები, რომლებიც წარმოადგენენ ინგლისური/გერმანული ენის (არანაკლებ B2 დონეზე) ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს

 

გასაუბრება ჩატარდება დარგის სპეციალისტებთან (იხ. შეფასების კრიტერიუმები)

CU გრანტის მოპოვების მსურველთათვის ჩატარდება

  • გამოცდა ინგლისურ ენაში
  • გამოცდა სპეციალიზაციაში
  • გასაუბრება დარგის სპეციალისტებთან

იხ. გამოცდის ნიმუშები:


წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  1. ნოტარიულად დამოწმებული დიპლომის ასლი + ნიშნების ფურცელი
  2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  3. სამხედრო ბილეთი
  4. 4 ფოტოსურათი 3x4 (СD-ზე ჩაწერილი ელექტრონული ვერსიაც)
  5. საერთო სამაგისტრო გამოცდის საგამოცდო ბარათი
  6. სამოტივაციო წერილი
  7. 2 რეკომენდაცია
  8. ონლაინ რეგისტრაცია
 
თარიღები 
 
  • საბუთების მიღების ბოლო ვადაა 5 სექტემბერი
  • CU გრანტის მოპოვების მსურველთათვის გამოცდა ჩატარდება 8 სექტემბერს: ინგლისური ენა 10:00 საათზე, სპეციალიზაცია 12:00 საათზე
  • კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდება 15 სექტემბერს 10:00 საათზე

 

გადახდის პირობები

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის ღირებულება შეადგენს 11.000 ლარს, რაც წელიწადში შეადგენს 5500 ლარს. სწავლის საფასურის გადახდა სემესტრულად, აღებული კრედიტების შესაბამისად წარმოებს.

 

CU გრანტი ეს არის 50%-იანი დაფინანსება სამაგისტრო პროგრამის სრულ ღირებულებაზე, რომლის მოპოვება შესაძლებელია, თუ თქვენ:

- ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული
- და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი
 
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური ღირებულება შეადგენს:
 
 
CU სტანდარტული გადასახადი CU გრანტის მოპოვებისას CU და სახელმწიფო გრანტის მოპოვებისას
 5 500 ლარი 2 750 ლარი  1 625 ლარი 

იმ შემთხვევაში თუ კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს არ აქვს GPA (3,5 და მეტი), ის მიიღებს სრული პროგრამის 10%-იან დაფინანსებას.

 

სამაგისტრო პროგრამის ჯგუფი Facebook-ზე