მიღების წესები

კავკასიის სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობას წარმოადგენს:

 

  • საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება;
  • უნივერსიტეტში დაგეგმილი საკონკურსო პროცედურების წარმატებით გავლა;
  • სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველის მომზადების დონის განსაზღვრა ტესტური წესით ინგლისურ/გერმანულ ენებში. ინგლისური/გერმანული ენის ტესტისაგან თავისუფლდებიან კანდიდატები, რომლებიც წარმოადგენენ ინგლისური/გერმანული ენის (არანაკლებ B2 დონეზე) ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს;
  • 2017–2018  სასწავლო წლისათვის საბუთების მიღების ბოლო ვადაა 5 სექტემბერი;
  • აპლიკანტის მიმღებ კომისიასთან გასაუბრება და/ან ტესტირება  დაგეგმილია 11-15 სექტემბერი.




წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  1. ნოტარიულად დამოწმებული დიპლომის ასლი + ნიშნების ფურცელი
  2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  3. სამხედრო ბილეთი
  4. 4 ფოტოსურათი
  5. სამოტივაციო წერილი
  6. 2 რეკომენდაცია
  7. ონლაინ რეგისტრაცია

 


გადახდის პირობები


სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის ღირებულება შეადგენს 11.000 ლარს, რაც წელიწადში შეადგენს 5500 ლარს. სწავლის საფასურის გადახდა სემესტრულად, აღებული კრედიტების შესაბამისად წარმოებს.

 

CU გრანტი ეს არის 50%-იანი დაფინანსება სამაგისტრო პროგრამის სრულ ღირებულებაზე, რომლის მოპოვება შესაძლებელია, თუ თქვენ:

- ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული
- და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი.
 
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური ღირებულება შეადგენს:
 
 
CU სტანდარტული გადასახადი CU გრანტის მოპოვებისას CU და სახელმწიფო გრანტის მოპოვებისას
 5 500 ლარი 2 750 ლარი  1 625 ლარი 

 

იმ შემთხვევაში თუ კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს არ აქვს GPA (3,5 და მეტი), ის მიიღებს სრული პროგრამის 10%-იან დაფინანსებას.