კომპანია „ვუდ ლენდი“-ის მიზანია, ეკოლოგიური არქიტექტურის პოპულარიზაცია, თანამედროვე ხის სახლების დაპროექტება და მშენებლობა. ბაზარზე არსებული პრობლემებია: ალტერნატიული სამშენებლო ტექნოლოგიების ნაკლებობა, მოსახლეობის დაბალი ცნობიერების დონე და დაავადებები გამოწვეული ეკოლოგიური სტანდარტების დარღვევით აშენებულ შენობებში ცხოვრებით.
ვუდლენდი იყენებს შემდეგ ტექნოლოგიას:
- შეწებებული პროფილირებული
- ძელი მორის სახლები
- ორმაგი ძელის ტექნოლოგია
- კარკასული ტექნოლოგია
დადებითი მხარეები:
- ეკოლოგიურობა
- ენერგოეფექტურობა
- სეისმომედეგობა
- მშენებლობის შემჭიდროებული ვადები
- მშენებლობის შემდეგ არ საჭიროებს დამატებით კოსმეტიკურ სამუშაოებს.
ამჟამად პირველი საპრეზენტაციო სახლის მშენებლობა დასრულებულია. გვაქვს არაერთი შემოთავაზება.