CURE

იდეა, შეგვექმნა ჩვენი თამაში რამდენიმე თვს წინ გაგვიჩნდა. მას შემდეგ რაც გადავლახეთ ყველა ის პრობლემა რომელსაც დამწყები გეიმ დეველოპერები აწყდებიან, ამბიციურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დახვეწილ, ხარისხიან და საინტერესო თამაშს ვაკეთებთ რაც ოდესმე შექმნილა საქართველოში. თამაშის გამოშვების სიმბოლური თარიღი 19 იანვარია. ამჟამად მიმდინარეობს გეიმფლეი მექანიკის დახვეწა და გარემოს გაუმჯობესება. ჩვენს გუნდს განსაკუთრებულს ენთუზიაზმი და საკუთარი საქმის სიყვარული ხდის.

 

ამჟამად გუნდში ხუთი მთავარი დეველოპერია:

 

  • გიორგი გედიანიძე - მთავარი დეველოპერი, შეიდერ არტისტი
  • ნიკა ყიფშიძე - მთავარი დეველოპერი, 3D არტისტი
  • კოტე ჟორჟოლიანი- ძრავის სპეციალისტი
  • ილია მამულაშვილი - ლეველ დიზაინერი, გარემოს არტისტი
  • ალექსანდრე ლომაძე-გაბიანი - პროგრამისტი

 

მომავალში ვაპირებთ მსოფლიოს შევთავაზოთ ქართული ხარისხიანი პროდუქტი, რომელიც პირველ რიგში, ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში ამ დარგის განვითარებას. ჩვენი ერთ-ერთი მიზანია საქართველოში რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დავაინტერესოთ გეიმ დეველოპმენტით, რადგან გეიმინგი ერთერთი ყველაზე შემოსავლიანი ინდუსტრიაა მსოფლიოში.