ღია კარის დღე კავკასიის უნივერსიტეტში და ვორკშოპი „სტარტაპ იდეების გენერირება“

24 სექტემბერი 2019

23 სექტემბერს, მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტში თბილისის 26-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე ჩატარდა. მოსწავლეები სტარტაპ აქსელერატორ C10-ს ესტუმრნენ, გაეცნენ აქსელერატორის მუშაობას, კავკასიის უნივერსიტეტის სტარტაპებსა და მათ პროექტებს.

 

C10-ის თანამშრომლებმა მოსწავლეებისთვის ჩაატარეს ვორკშოპი „სტარტაპ იდეების გენერირება.“ ვორკშოპის ფარგლებში მოსწავლეებმა იმუშავეს საკუთარ სტარტაპ იდეებზე, გაეცნენ იდეების გენერირების სხვადასხვა მოდელებსა და ფიჩინგის ტექნიკას.