ღონისძიების დაგეგმვის ცხრა ნაბიჯი სტუდენტებისთვის

ნაბიჯი 1: ჩამოაყალიბეთ იდეა

 

დაიწყეთ ღონისძიების დაგეგმვა სტუდენტურ კლუბთან ერთად. მოაწყეთ გონებრივი იერიში. იყავით კრეატიული. უჭერს თუ არა ყველა წევრი ამ იდეას მხარს? არსებობს თუ არა ფინანსური სახსრები ან დაფინანსების მიღების შესაძლებლობა? არის ეს ღონისძიება ახალი და განსხვავებული მოვლენა თუ არსებული აქტივობის დუბლირებაა?

 

ნაბიჯი 2: განსაზღვრეთ სამიზნე აუდიტორია

 

ვისთვის არის ეს ღონისძიება განკუთვნილი? არის ეს სტუდენტებისთვის, პერსონალისთვის, არა-სტუდენტებისთვის თუ კომბინირებულად ამ სამიზნე ჯგუფებისთვის? სავარაუდოდ რამდენი ადამიანი დაესწრება?

 

ნაბიჯი 3: ყურადღებით აირჩიეთ თარიღი

 

ხომ არ ემთხვევა არჩეული თარიღი უნივერსიტეტში დაგეგმილ სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებს ან ხელს ხომ არ შეუძლის სასწავლო პროცესის მიმდინარეობას?

 

ნაბიჯი 4 : დაჯავშნეთ კამპუსის  სივრცე

 

შეამოწმეთ ფართის/ადგილის/ობიექტის ხელმისაწვდომობა.  დარწმუნდით, რომ ღონისძიების თარიღისთვის ეს სივრცე თავისუფალია. დაჯავშნეთ აუდიტორია, შეხვედრების ოთახი ან ეზო. დაუკავშირდით კამპუსის მენეჯერებს აღნიშნული ინფორმაციის დასაზუსტებლად. თუ გაურკვეველია, რა სივრცეში უნდა გაიმართოს შეხვედრა, შეხვდით სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა სამსახურს რჩევისთვის.

 

ნაბიჯი 5: საჭირო აღჭურვილობა

 

რა აღჭურვილობაა საჭირო ღონისძიებისათვის? ეს შესაძლოა იყოს მაგიდა, სკამები, სცენა, გახმოვანება, განათება თუ სხვა მოწყობილობა. რეკომენდაციებისა და მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა სამსახურს.

 

ნაბიჯი 6: სხვა საჭიროებები

 

იქნებიან თუ არა სპიკერები ან შემსრულებლები ღონისძიებაზე? გაითვალისწინეთ, არის თუ არა საკვების, მომსახურების, საქონლის ან ალკოჰოლური სასმელების გაყიდვის ნებართვის მოპოვების საჭიროება. გთხოვთ, განიხილეთ ეს ნაბიჯები სტუდეტთა და კურსდამთავრებულთა სამსახურთან ერთად.

 

ნაბიჯი 7: განიხილეთ ბიუჯეტი

 

რა არის ამ ღონისძიების საბოლოო ღირებულება? მოითხოვს თუ არა კლუბი უნივერსიტეტისგან დაფინანსებას ღონისძიების ორგანიზებისთვის? რა სახსრებით წარმოგიდგენიათ დაფინანსების მოპოვება?

 

ნაბიჯი 8: ღონისძიების რეკლამა

 

გაავრცელეთ ინფორმაცია კავკასიის უნივერსიტეტის ვებ გვერდისა და ფეისბუქ გვერდის მეშვეობით. დაამზადეთ პლაკატების/ფლაერების ასლები უფასოდ და გააკარით პოსტერები საინფორმაციო დაფებზე, გააგზავნეთ ელ.ფოსტა ყველა სტუდენტთან.  

 

ნაბიჯი 9: განიხილეთ ღონისძიების პროგრამა

 

სხვადასხვა ტიპის ღონისძიებისთვის სხვადასხვა მოთხოვნები არსებობს. შეიმუშავეთ ღონისძიების დღის წესრიგი/განრიგი/პროგრამა.

 

სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა სამსახური მზადაა ღონისძიების დაგეგმვის მხარდასაჭერად. გაიარეთ კონსულტაციები ღონისძიების დაგეგმვის საწყის ეტაპზე წარმატების მისაღწევად.