კლუბის შესახებ

სტუდენტური ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ უნივერსიტეტის სოციალური, კულტურული და ინტელექტუალური გარემოს შექმნაში. მსგავსი გაერთიანებები, იქნება ეს კულტურის, სპორტის თუ ადვოკატირების მიმართულებით, შესაძლებლობას აძლევთ სტუდენტებს ჩაერთონ საქმიანობებში, რომლებიც ხელს უწყობენ პიროვნულ ზრდას, ლიდერობის უნარ-ჩვევების განვითარებას და სტუდენტთა საზოგადოების ჩამოყალიბებას. სტუდენტური კლუბები აერთიანებენ სტუდენტებს საერთო ინტერესების ირგვლივ.

 

ეს სოციალურ, გასართობ თუ პროფესიულ ინტერესებზე დაფუძნებული ორგანიზაციები ატარებენ სოციალურ ივენთებს, სემინარებს, პანელებსა და  კონფერენციებს, კონცერტებს, სპორტულ შეჯიბრებს, საქველმოქმედო თუ სხვა სტუდენტურ ღონისძიებებს. ამგვარად, სტუდენტებს ეძლევათ  შესაძლებლობა, შექმნან აქტივობები და განახორციელონ იდეები, უნივერსიტეტი კი ხელს უწყობს და მხარს უჭერს მათი ინტერესების გატარებას.

 

სტუდენტური კლუბის რეგისტრაცია

 

სტუდენტური კლუბის არსებობისა და ფუნქციონირებისათვის აუცილებელია, სტუდენტური ორგანიზაცია დარეგისტრირდეს და მიიღოს ოფიციალური აღიარება კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა სამსახურის მიერ.

 

სამსახური ადასტურებს სტუდენტური ორგანიზაციის განაცხადსა და მათ წესდებას.

რეგისტრაციის დაწყებამდე გთხოვთ, გაეცნოთ კლუბის რეგისტრაციის უპირატესობებსა და სავალდებულო მოთხოვნებს.

 

რეგისტრირებული კლუბის უპირატესობები:

 

  • დაფინანსებაზე განაცხადის უფლება
  • უნივერსიტეტის გვერდზე სტუდენტური ცხოვრების აქტივობების ჩამონათვალში კლუბზე ინფორმაციის განთავსების შესაძლებლობა; აქვე იქნება მოცემული კლუბის საკონტაქტო ინფორმაცია (@cu.edu.ge ელ.ფოსტა თითოეულ კლუბს)
  • უნივერსიტეტის სახელით წარდგენის უფლება
  • ღონისძიებების ჩატარებისა და დაფინანსების წყაროების მოძიების უფლება
  • ორგანიზაციის აქტივობების რეკლამირება, ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა
  • კამპუსის სივრცის გამოყენება
  • უნივერსიტეტის ტექნიკური აღჭურვილობის გამოყენების შესაძლებლობა

 

სავალდებულო მოთხოვნები რეგისტრირებული კლუბებისათვის:

 

  • სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა სამსახურთან კოორდინაცია დაგეგმილ ღონისძიებებთან და კლუბის პროგრამასთან დაკავშირებით
  • სემესტრში სულ მცირე ორი შეხვედრის ან/და ღონისძიების ორგანიზება; თუ კლუბი ატარებს სემესტრში მხოლოდ ერთ ღონისძიებას, მას შესაძლოა დროებით შეუჩერდეს დაფინანსების მოთხოვნის უფლება. თუკი კლუბი სემესტრის განმავლობაში არ ატარებს ღონისძიებას, დგება კლუბის გაუქმების ან მმართველი რგოლის შეცვლის საკითხი
  • სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა სამსახურისთვის კლუბის განახლების, ახალი წევრების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ყოველ სემესტრში
  •  უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში ჩართვა, შეთავაზების შემთხვევაში 

 

სტუდენტური კლუბის რეგისტრაციის ბმული.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა სამსახურს ელ.ფოსტაზე: studentlife@cu.edu.ge