კლუბები

CU Podcast

 

CU Podcast ორიენტირებულია აამაღლოს ახალგაზრდების ცნობიერება მნიშვნელოვან სოციალურ საკითხებსა და პრობლემებზე. კლუბის მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს დისკუსიების გამართვას და ამ გზით ნათელი მოჰფინოს გარკვეულ საკითხებს.

 

ლაივ ფოდქასთები და საჯარო ღონისძიებები რეგულარულ რეჟიმში გაიმართება.

 

დაუკავშირდით კლუბს: cupodcast@cu.edu.ge

 

სიახლეების მისაღებად დარეგისტრირდით ბმულზე (მხოლოდ @cu.edu.ge ელ.ფოსტით)


ფოტო კლუბი - ფოს გრაფე ( სინათლის ფუნჯი)

 

„ფოს“ – „სინათლე“, „გრაფე“ - „ფუნჯი” ანუ  „სინათლის ფუნჯი“, როგორც ფოტოაპარატით გადაღებული სურათი.

 

ვიდრე კლუბი შეიქმნებოდა, ვფიქრობდით რაღაც ახალი და განსხვავებული რამ შეგვექმნა, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტში აქამდე არ ყოფილა. პირველკურსელებს გაგვინჩნდა სურვილი, რომ სტუდენტური ცხოვრება უფრო დასამახსოვრებელი ყოფილიყო. ამ მიზნით შევქმენით ფოტოგრაფიული კლუბი, რომ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები, აქტივობები და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები ერთ მომენტში მოვაქციოთ.

 

კლუბი არის სახალისო, მეგობრული და, რაც მთავარია, იდეებით სავსე. ის ბევრ მიზანს ისახავს, რათა სტუდენტური ცხოვრების გააუმჯობესებასა და კრეატიულობაში თავისი წვლილი შეიტანოს. ჩვენი სურვილია, ერთის მხრივ, ფარული ფოტოგრაფიული ნიჭის აღმოჩენა სტუდენტებში, მეორეს მხრივ კი, ფოტოგრაფიული სამყაროს ჩვენება. გარდა ამისა, ბევრი წამახალისებელი პროექტებისა თუ სხვა საინტერესო და საჭირო აქტივობის ჩატარება და ინტერესის გაჩენა სტუდენტებსა და ლექტორებში. კლუბის თითოეულ წევრს ძალიან გაგვიხარდება, თუკი ფოტოგრაფიას ბევრი მიმდევარი გაუჩნდება და უფრო გაამრავალფეროვნებს ფოსგრაფეს.

 

დაუკავშირდით კლუბს: phosgraphos@cu.edu.ge

 

სიახლეების მისაღებად დარეგისტრირდით ბმულზე (მხოლოდ @cu.edu.ge  ელ.ფოსტით)


ცეკვის კლუბი


„კავკასიის ქორეოგრაფიული ანსამბლი“  ორიენტირებულია კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებში პოპულარიზაცია გაუწიოს ქართულ ეროვნულ ცეკვებს, მისცეს სტუდენტებს ცეკვის შესწავლისა და სწავლის პარალელურად კურიკულუმგარე აქტივობით დაკავების შესაძლებლობა.

 

კლუბი გეგმავს ჩამოაყალიბოს უნივერსიტეტის ანსამბლი, რომელიც სამომავლოდ შეძლებს როგორც დამოუკიდებელი ღონისძიებების დაგეგმვას უნივერსიტეტის მასშტაბით, ასევე უნივერსიტეტებს შორის შეჯიბრში მონაწილეობის მიღებას.

 

კლუბის განვითარებასთან ერთად აუცილებლად იმატებს სიახლეები.

 

დაუკავშირდით კლუბს: danceclub@cu.edu.ge


ახალგაზრდა ფსიქოლოგთა კლუბი - Youth Psychologist Club(YPC)


ფსიქოლოგია მეცნიერების ის დარგია, რომელიც მისი უნივერსალური ბუნების გამო ნებისმიერი ადამიანისთვის მიმზიდეველი და საინტერესოა. კლუბი გაძლევთ საშუალებას ეს სფერო უკეთ შეიცნოთ და მეტიც - მიიღოთ ისეთ აქტვობებში მონაწილეობა, რომელიც გარკვეული აღმოჩენების გაკეთების შესაძლებლობას მოგცემთ.

 

„ახალგაზრდა ფსიქოლოგთა კლუბი“ არის ახალი შესაძლებლობა ფსიქოლოგიის და არამხოლოდ ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, ჩაერთონ კურიკულუმსგარე აქტივობებში და უფრო ღრმად გაეცნონ სხვდასხვა ფსიქოლოგიურ საკითხებს.

 

კლუბი მიზნად ისახავს შემდეგ აქტოვობებს: ფსიქოგანათლების ამაღლება, რაც მოიცავს საჯარო განხილვებსა და ცნობილი ფსიქოლოგების მიერ ჩატარებულსაჯარო ლექციებს, ფსიქოლოგიური კვლევების ჩატარებას, საპრეზენტაციო უნარების ამაღლებას, ფსიქო კლუბის წევრების შეხვედრებს, რაც გულისხმობს კინოჩვენებებსადა ფსიქოლოგიური ლიტერატურის გარჩევას.

 

აღსანიშნავია, რომ ფსიქოლოგთა კლუბში გაწევრიანება შეეძლება ნებისმიერ მსურველს და მათ შესაძლებლობა ექნებათ თავად მიიღონ მონაწილეობა აქტივობების დაგეგვმასა და განხორციელებაში.

 

დაუკავშირდით კლუბს: psychoclub@cu.edu.ge

 

სიახლეების მისაღებად დარეგისტრირდით ბმულზე (მხოლოდ @cu.edu.ge  ელ.ფოსტით)


Unity Dev Club


თუ გსურს იცოდე მეტი ციფრული მედიისა და უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების შესახებ, ეს შენი კლუბია.

 

Unity Developer Club-ის მიზანია პოპულარაზიცია გაუწიოს Unity 3D-ს, აპლიკაციების კროსპლატფორმულ, ხელმისაწვდომ ძრავს და მისცეს სტუდენტებს საშუალება, პრაქტიკაში გამოიყენონ ცოდნა. ამის მიღწევა კი შესაძლებელია როგორც გუნდური მუშაობით, ასევე ინდივიდუალური პროექტების კეთებით და არსებული პოპულარული აპლიკაციების ანალოგების შექმნით.

 

კლუბის ფუნქციონირების ფარგლებში იგეგმება წარმატებულ დეველოპერებთან  შეხვედრა და გამოცდილების გაზიარება.

 

კლუბი ყოველთვიურად ჩაატარებს პრეზენტაციას ციფრული მედიისა და უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების შესახებ.

 

დაუკავშირდით კლუბს: unitydevclub@cu.edu.ge 

 

სიახლეების მისაღებად დარეგისტრირდით ბმულზე (მხოლოდ @cu.edu.ge  ელ.ფოსტით)


კინო კლუბი


ვუდი ალენი ამბობს: ყველაფერი რაც გამაჩნია, ჩემი წარმოსახვაა.

 

რა არის ფილმები, თუ არა სხვისი და ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ასპექტების გააზრება მოცემულებებიდან გამომდინარე. ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება დახუნძლულია მძიმე სასვენი ნიშნებით, მათ განსაქარვებლად კი ხელოვნება არსებობს!

 

კინოკლუბის შემქმნელი ჯგუფის მთავარ მიზნად დავისახეთ, რომ უნივერსიტეტის მასშტაბით შეგვექმნა პლატფორმა, სადაც სტუდენტებს შეეძლებათ განტვირთვა, წარმოსახვის უნარის განვითარება, ქართული და უცხოური კინომატოგრაფიის გაცნობა,  საერთო თუ განსხვავებული ინტერესების მქონდე ახალგაზრდების გაერთიანება.

 

რატომ უნდა მოხვიდეთ კინოკლუბში? სტუდენტებთან შეთანხმებით, შევარჩევთ სხვადასხვა ფილმებს: რეჟისორის, თემატიკის, აქტუალობისა და მოთხოვნის მიხედვით. ფილმის ყურების შემდეგ გვექნება დრო, რომ განვიხილოთ ფილმი და ერთმანეთს ჩვენი მოსაზრებები, შეხედულებები და კრიტიკა გავუზიაროთ. ვიმსჯელებთ და ვიკამათებთ ბევრს, რადგან სწორედ კამათში იბადება ჭეშმრიტება.

 

კინოკლუბის წევრობა კავკასიის უნივერსიტეტის ნებისმიერი სასწავლო საფეხურის სტუდენტს შეეძლება. გვინდა, რომ ეს იყოს მაქსიმალურად თავისუფალი, არაფორმალური და შემოქმედებითი სივრცე.

 

დაუკავშირდით კლუბს: cinema@cu.edu.ge

 

კლუბის სიახლეები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე .

 

სიახლეების გამოსაწერად, გაიარედ რეგისტრაცია ბმულზე.


ფეხბურთის მოყვარულთა კლუბი - Footballovers

 

ფეხბურთის სიყვარული არის ის, რაც მსოფლიოს ყველა ხალხს აერთიანებს.

 

ფეხბურთის მოყვარულთა კლუბი კი, არის საუკეთესო საშუალება სტუდენტების გასაერთიანებლად საერთო ინტერესის ირგვლივ, რომელსაც, ამ შემთხვევაში, ფეხბურთი ჰქვია.

 

კლუბის მიზანია  სტუდენტური ცხოვრების წახალისება, სპორტული აქტივობების ორგანიზება, საფეხბურთო საღამოების ჩატარება და საინტერესო ადამიანებთან ერთად სპორტული სიახლეების მიმოხილვა.

 

კლუბში გაწევრიანება კავკასიის უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია , რომელიც გატაცებულია ფეხბურთით, განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა, კანის ფერისა თუ ნებისმიერი სხვა საფუძვლით.

 

დაუკავშირდით კლუბს: footballovers@cu.edu.ge

 

სიახლეების მისაღებად დარეგისტრირდით ბმულზე  (მხოლოდ @cu.edu.ge  ელ.ფოსტით)


სემინარია

 

„სემინარია1919“ არის კავკასიის უნივერსიტეტში არსებული ახალი კლუბი რომელიც სრულიად ემსახურება სტუდენტების სურვილებს. მოვიწვევთ და არაფორმალურ ლექციებს ჩავატარებინებთ იმ პერსონებს, ვინც სტუდენტებს გვინდა, ვისაუბრებთ იმ თემაზე, რომელსაც სტუდენტები ჩავთვლით საინტერესოდ, გავმართავთ ისეთ ივენთებს როგორიც სტუდენტებს მოგვწონს და სტუდენტების სტუდენტურ ცხოვრებას გავახალისებთ ისე, როგორც სტუდენტებს გვჭირდება. როგორც ხვდებით, კონკრეტული პროფილი არ გვაქვს ასე რომ გაწევრიანება ყველა სკოლის სტუდენტებს შეგიძლიათ.

 

დაუკავშირდით კლუბს: seminaria@cu.edu.ge

 

სიახლეების მისაღებად დარეგისტრირდით ბმულზე (მხოლოდ @cu.edu.ge  ელ.ფოსტით)


ლიტერატურული კლუბი

CU LitClub არის მყუდრო გარემო ლიტერატურის მოყვარულთათვის.

 

აქ სტუდენტები ერთი საერთო ნიშნით, ლიტერატურის სიყვარულით არიან გაერთიანებული.

 

ლიტერატურული კლუბის შეხვედრებზე,  დრო ეთმობა მსოფლიო და პირადი შემოქმედების განხილვას. ფუნქციონირებას აგრძელებს ლიტერატურული ალმანახი კარცერ-ლუქსი. ასევე განაგრძობს არსებობას ამ კლუბის წიაღში  შექმნილი ინტერნეტ ჟურნალიც.

 

კავკასიის უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს, რომელსაც უყვარს ლიტერატურა, შეუძლია გაწევრიანდეს ამ კლუბში. არ აქვს მნიშვნელობა წერს თუ არა რამეს, უმთავრესი პირობა ლიტერატურის სიყვარულია.

 

დაუკავშირდით კლუბს: culitclub@cu.edu.ge

 

სიახლეების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.


Keep it healthier


ვარჯიში და ჯანსაღი ცხოვრება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჩვენს ემოციურ ფონს, გვიცვლის განწყობებსა და დამოკიდებულებას ნებისმიერი  საკითხების მიმართ.

 

keep it healthier - კლუბის მიზანია უნივერსიტეტში ჯანსაღი და აქტიური სტუდენტური ცხოვრების წახალისება, სხვადასხვა ფიზიკური აქტივობის დაგეგმვა და განხორციელება. 

 

ჩაერთე კლუბის ორგანიზებულ აქტივობებში, რათა უფრო მხიარული და  ნაყოფიერი იყოს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება.

 

დაუკავშირდით კლუბს: keepithealthier@cu.edu.ge 

 

სიახლეების მისაღებად დარეგისტრირდით ბმულზე (მხოლოდ @cu.edu.ge  ელ.ფოსტით)


დებატებისა და იმიტირებული სასამართლო პროცესების კლუბი


კავკასიის უნივერსიტეტში გაიხსნა დებატებისა და იმიტირებული პროცესების კლუბი.

 

საინტერესო ტრენინგების, ვორკშოპების, შეჯიბრების შედეგად სტუდენტები შეძლებენ:

 

  • არაფორმალური განათლების მიღებას
  • მეტყველების უნარის ამაღლებას
  • საჯარო გამოსვლის ხელოვნების შესწავლას
  • სწრაფი აზროვნების ჩამოყალიბებას
  • მოსაზრების არგუმენტირებულად დასაბუთების უნარის გამომუშავებას
  • კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას
  • კვლევითი უნარის გამომუშავებას
  • თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას
  • შეხედულებებისა და მოსაზრებების გაცვლას
  • გუნდურად მუშაობის უნარის განვითარებას
  • საერთო ინტერესების მქონე პირების დაახლოებას

 

კლუბში გაწევრიანება შეუძლია კავკასიის უნივერსიტეტის ნებისმიერი სკოლის სტუდენტს.

 

დაუკავშირდით კლუბს: cumd@cu.edu.ge

 

სიახლეების მისაღებად დარეგისტრირდით ბმულზე (მხოლოდ @cu.edu.ge  ელ.ფოსტით)


Lumière


კინო კლუბის მიზანია შექმნას სოციალური, კულტურული და ინტელექტუალური გარემო, რათა უნივერსიტეტი  მხოლოდ სალექციო კურსთან არ ასოცირდებოდეს.

 

კლუბი  დაინტერესებულ სტუდენტებს საშუალებას მისცეს გაეცნონ კინოხელოვნებას სიღრმისეულად და ჩაერთონ შესაბამის აქტივობებში  ღია ჩვენებებისა და განხილვების მეშვეობით.  


დაუკავშირდით კლუბს: Lumiere@cu.edu.ge

 

სიახლეების მისაღებად დარეგისტრირდით ბმულზე (მხოლოდ @cu.edu.ge @cu.edu.ge )


CU Latino Dance Club

 

სოციალური ცეკვები ეს არის შინაგანი თავისუფლების გამოხატვა იმპროვიზაციისა და შემოქმედებითი ინდივიდუალობის გზით. ეს სოციალური ურთიერთობების დამყარების საერთაშორისო ენაა.

 

CU Latino Dance Club ცეკვის ერთიანი იდეის ქვეშ გაერთიანებული კლუბია, რომლის მიზანსაც კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის უნიკალური, სანახაობრივი და მრავალფეროვანი შესრულების ლათინო-ამერიკული სოციალური ცეკვის ტექნიკის სრულყოფილად შესწავლა წარმოადგენს.

 

კლუბი ერთმანეთის უკეთ გაცნობის, ახალი მეგობრების შეძენის, სასწავლო პროცესისგან მიღებული ყოველგვარი დაძაბულობის მოხსნის და უბრალოდ ცეკვით სიამოვნების მიღების საუკეთესო შესაძლებლობაა.

 

ამდენად, „განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული,  ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“, CU Latino Dance Club ყველა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტისთვისაა.

 

დაუკავშირდით კლუბს: latinodance@cu.edu.ge