თეატრალური დასი

კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის სტუდენტების ინიციატივით, 2011 წელს, საფუძველი ჩაეყარა კავკასიის უნივერსიტეტის ექსპერიმენტალური თეატრალური დასის შექმნას.

 

კავკასიის უნივეერსიტეტის ადმინისტრაციის ფინანსური მხარდაჭერით მოწვეულია რუსთაველის თეატრის რეჟისორი ვატო ჯუღელი, რომელიც ეხმარება სტუდენტებს სპექტაკლის დადგმაში.

 

დასის ამჟამინდელი წევრები არიან:

 

ვაჟა გოგუა, ბათო ახალბედაშვილი, ეკა დარსაველიძე, კარლენ შახდინაროვი, ლაშა ბრეგვაძე, მარიამ სვიმონია, მარიამ ქოჩლაძე, მაშო გობრონიძე, ნენე ღაღანიძე, ნიკა მიქავა, ნინი ლობჟანიძე, სოფი გურაშვილი, სოფო საზუაშვილი, ანი ბაწელაშვილი, ნინი ჩიხრაძე

 


 

 

კავკასიის უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ასოციაციის (ASTA) ფესტივალში ,,ნიღაბი 2016".

2 დეკემბერს კავკასიის უნივერსიტეტის თეატრალური დასი მაყურებლის წინაშე წარსდგა, სადაც სპექტაკლი _ ,,ანტიგონე" ითამაშა.

 

ფესტივალის დაჯილდოებაზე კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა რამდენიმე ნომინაციაში გაიმარჯვეს:

 

  • ნიკა მიქავა და კარლენ შახდინაროვი მერიის რჩეულები, ნენე ღაღანიძე ფესტივალის აღმოჩენა, ილია ლაზიშვილი ASTA-ს რჩეული გახდა.

 


 

 

თეატრალურ დასში გაწევრიანების სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ სტუდენტურ თვითმმართველობას. შესარჩევი ეტაპი ტარდება ყოველწლიურად, სასწავლო წლის დასაწაყისში.