დასრულებული

2014  წლის 25-26 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა ფრიდრიხ ებერტისა და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ხელშეწყობით, ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსში ჩაატარა მეექვსე სტუდენტური საერთაშორისო სამეციერო კონფერენცია:  ,,სამხრეთ კავკასიის ევროინტეგრაციის პერსპექტივები''.

მოდერატორებად მოწვეულნი იყვნენ ცნობილი სპეციალისტები საქართველოსა და ესტონეთის უნივერსიტეტებიდან.

კონფერენციის მოანწილეები: საქართველოს, პოლონეთის, უკრაინისა და სომხეთის უნივერსიტეტების სტუდენტები.


კავკასიის უნივერსიტეტისა და ქალაქ თბილისის მერიის მიერ დაგეგმილი ერთობლივი პროექტის ფარგლებში, 2012  წლის 5-6 მაისს სასტუმრო ბაზალეთში ჩატარდა საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: ,,სამხრეთ კავკასიის რეგიონის ინტეგრაციის პერსპექტივები ევროპულ სივრცეში’’.

კონფერენციის მიზანი: ორიგინალური იდეებით გამსჭვალული საუკეთესო სტუდენტური სამეცნიერო ნაშრომების შერჩევა, სამეცნიერო პოტენციალის მქონე ახალგაზრდების წარმოჩენა და მათი პროფესიული ზრდის ხელშეწყობა.

კონფერენციის მონაწილეები: 35 სტუდენტი საქართველოს, სომხეთის, აზებაიჯანის, ესტონეთის, პოლონეთის, ავსტრიისა და უკრაინის უნივერსიტეტებიდან.


2010 წლის 5–7 ნოემბერს, ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსში ჩატარდა საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ,, Development perspectives of the XXI century’’.

მოდერატორებად მოწვეულნი იყვნენ ცნობილი სპეციალისტები საქართველოსა და საზღვარგარეთიდან.


2009 წლის 8–11 მაისს, ,,ბაზალეთის" დასასვენებელ კომპლექსში, პირველი საერთაშორისო  სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციის მიზანი: სტუდენტთა დასაბუთებული თვალსაზრისის წარმოჩენა თავიანთი ქვეყნის განვითარების პერსპექტივაზე. აგრეთვე ერთიანი ხედვის შემუშავება მსოფლიოს წინაშე პრობლემების გადაწყვეტის თაობაზე.


2008 წლის 2–4 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის ორგანიზებითა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის დაფინანსებით, ჩატარდა პირველი რეგიონალური სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია: ,,სამხრეთ კავკასიის რეგიონის განვითარების პერსპექტივები’’. 

კონფერენციის მიზანი: სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების სტუდენტების დასაბუთებული თვალსაზრისის წარმოჩენა თავიანთი ქვეყნების სტუდენტების პერსპექტივაზე და ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობებზე, აგრეთვე ერთიანი ხედვის შემუშავება სამხრეთ კავკასიის რეგიონის წინაშე მდგარი პრობლემების გადაწყვეტის თაობაზე.