დაგეგმილი პროექტები

2016 წელს დაგეგმილი ღონისძიებები:

2016 წლის 17-25 სექტემბერს, დაგეგმილია კავკასიის უნივერსიტეტის ,,თბილისის მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2016’’ - ში მონაწილეობის მიღება.

სამეცნიერო ფესტივალის მიზნები:

  • სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია;
  • ქვეყნის სამეცნიერო და ინოვაციური პოტენციალის წარმოჩენა;
  • ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევების გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის;
  • საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება;
  • მკვლევართა მოტივაციის ზრდა;
  • ახალგაზრდების, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების დაინტერესება სამეცნიერო კვლევებითა და ინოვაციებით;
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დაახლოება.

სამეცნიერო ფესტივალის ჩატარების ადგილი:

სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შესაბამისი სივრცეები, ბიბლიოთეკები, სასტუმრო, სახელოვნებო, საგამოფენო და სპორტული კომპლექსები და სხვ.

სამეცნიერო ფესტივალის დაფინანსება:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და/ან სხვა რომელიმე სახელმწიფო უწყების უშუალო მონაწილეობითა და ორგანიზებით განხორციელებული ღონისძიება დაფინანსდება ფესტივალის ბიუჯეტიდან. სხვა საფესტივალო ღონისძიებების დაფინანსება მოხდება შესაბამისი ღონისძიების ორგანიზატორი ორგანიზაციის/ორგანიზაციების მიერ.


დაგეგმილია ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ჰორიზონტი 2020-ის ევროპული ტრეინინგ ქსელების პროექტში  მონაწილეობა. ევროპული ტრეინინგ ქსელების მიზანია, მკვლევარებმა მიიღონ გამოცდილება სხვადასხვა სექტორიდან და გამოიმუშაონ გადაცემადი უნარები (Transferable skills), ერთობლივ კვლევითი პროექტებზე მუშაობის გზით. ჰორიზონტი 2020 წარმოადგენს ფინანსურ ინსტრუმენტს, რომელცმაც უნდა უზრუნველყოს ევროპის კონკურენტუნარიანობა მსოფლიოს მასშტაბით. ამაში მოიაზრება ეკონომიური ზრდა და ახალი სამსახურების შექმნა. სწორედ ამ მიზეზით, ჰორიზონტი 2020-ს გააჩნია პოლიტიკური მხარდაჭერა ევროპის ლიდერების და ევროკავშირის პარლამენტის წევრების მხრიდან. ევროპის ლიდერები თანხმდებიან, რომ კვლევებისა და ინოვაციების მხარდაჭერა არის ინვესტიცია საერთო ევროპული მომავლისათვის.


2017 წელს დაგეგმილია პროექტის ,,სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ევროინტეგრაციის პერსპექტივები’’ შემუშავება. პროექტის ფარგლებში იგეგმება საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციის ჩატარება.

პროექტის ხელმძღვანელი: შალვა მაჭავარიანი, პროფესორი, მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი სამეცნიერო დარგში.