გამოცემული

კავკასიის უნივერსიტეტმა ფრიდრიხ ებერტის ფონდის ხელშეწყობით გამოსცა სტუდენტური სამეცნიერო შრომების კრებული ’’საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივები’’. კრებული შედგენილია  სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომებით.

 

სარედაქციო კოლეგია: პროფ. შალვა მაჭავარიანი (მთავარი რედაქტორი), პროფ. თეიმურაზ ხუციშვილი, პროფ. რუსუდან ჩიქოვანი, პროფ. თემურ მაისურაძე, დოქტ. ნათია ჭიღვარია, თათია ღერკენაშვილი (რედაქტორის მოადგილე).

 

კრებული გამოიცა 2016 წელს.


 

კავკასიის უნივერსიტეტმა ფრიდრიხ ებერტის ფონდის ხელშეწყობითა და გამომცემლობა ''სი–ჯი–ეს''–თან თანამშრომლობით გამოსცა სამეცნიერო შრომების კრებული, რომელიც შედგენილია ''სამხრეთ კავკასიის ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის პერსპექტივები'' დევიზით გამართულ მეექვსე სტუდენტურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილი საუკეთესო ნაშრომებით.

 

სარედაქციო კოლეგია: პროფ. შალვა მაჭავარიანი (თავმჯდომარე), პროფ. გურამ ლეჟავა, პროფ. თეიმურაზ ხუციშვილი, პროფ. სერგი კაპანაძე, პროფ. ინდრეკ იაკობსონი, პროფ. გიორგი ღაღანიძე, პროფ. ტანელ კერიკმაე, თათია ღერკენაშვილი (მდივანი).

 

კრებული გამოიცა 2014 წელს.


 

კავკასიის უნივერსიტეტისა და ქალაქ თბილისის მერიის მიერ დაგეგმილი ერთობლივი პროექტის ფარგლებში, 2012 წლის 5-6 მაისს სასტუმრო ბაზალეთში ჩატარდა საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: ,,სამხრეთ კავკასიის რეგიონის ინტეგრაციის პერსპექტივები ევროპულ სივრცეში’’. 

 

სარედაქციო კოლეგია: შალვა მაჭავარიანი (თავმჯდომარე), ნათია ამილახვარი, გიორგი ღაღანიძე, ინდრეკ იაკობსონი, ივენ ციბულენკო, ლონდა ესაძე, ალექსანდრე მილნიკოვი.

 

კრებული გამოიცა 2012 წელს.


 

2010 წლის 5–7 ნოემბერს, ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსში ჩატარდა საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ,, XXI საუკუნის განვითარების პერსპექტივები’’.

 

შედეგად გამოიცა სამეცნიერო შრომების კრებული, რომელიც აერთიანებს როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუდენტების სამეცნიერო ნაშრომებს.

 

კრებული გამოიცა 2010 წელს.


 

2009 წლის 8–11 მაისს, ,,ბაზალეთის" სასტუმრო კომპლექსში, მეორე საერთაშორისო  სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია გაიმართა. შედეგად გამოიცა სამეცნიერო შრომების კრებული ,,21–ე საუკუნე – განვითარების პერსპექტივები’’.

 

კრებულში განთავსებულია სამეცნიერო ნაშრომები, შერჩეული მეორე საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციისთვის ,,21–ე საუკუნე–განვითარების პერსპექტივები’’, რომლის უმთავრესი მიზანია სტუდენტთა დასაბუთებული თვალსაზრისის წარმოჩენა თავიანთი ქვეყნების განვითარების პერსპექტივაზე. აგრეთვე ერთიანი ხედვის შემუშავება მსოფლიოს წინაშე მდგარი პრობლემების გადაწყვეტის თაობაზე.

 

სარედაქციო კოლეგია: შალვა მაჭავარიანი თავმჯდომარე, ინდრეკ იაკობსონი, გიორგი ღაღანიძე, ლია ჩახუნაშვილი, ნათია ამილახვარი, დინა ონიანი, ნათია ნარსავიძე.

 

კრებული გამოიცა 2009 წელს.


 

2008 წლის 2–4 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის ორგანიზებითა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის დაფინანსებით, ჩატარდა პირველი რეგიონალური სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია: ,,სამხრეთ კავკასიის რეგიონის განვითარების პერსპექტივები’’.

 

შედეგად გამოიცა სამეცნიერო შრომების კრებული, სადაც განთავსებულია სამეცნიერო ნაშრომები შერჩეული  პირველი რეგიონალური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციისთვის.

 

სარედაქციო კოლეგია: შალვა მაჭავარიანი (თავმჯდომარე), ვიკტორია შტორმი, ლონდა ესაძე, გიორგი ღლონტი, გიორგი ღაღანიძე, დინა ონიანი.

 

კრებული გამოიცა 2008 წელს.