კონკურსი კვლევითი საქმიანობის შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების მოსაპოვებლად

15 დეკემბერი 2020

კვლევითი საქმიანობის შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების მოსაპოვებლად ტარდება კონკურსი, რომლის მიზანია კვლევაზე დაფუძნებული აკადემიური პროცესის, უნივერსიტეტის კვლევითი პოტენციალის ზრდისა და ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში კავკასიის უნივერსიტეტთან აფილირებული აკადემიური პერსონალის, ასევე, მაგისტრანტებისა და დოქტორანტების ინტეგრირების ხელშეწყობა.

 

კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება ფუნდამენტური, გამოყენებითი, აკადემიური საქმიანობის განვითარების ხელშემწყობი კვლევები.

 

დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ინდივიდუალურად და/ან ჯგუფურად:

 

ა) დაფინანსების მაძიებელი ინდივიდუალური პირი შეიძლება იყოს მხოლოდ კავკასიის უნივერსიტეტთან აფილირებული აკადემიური პერსონალი;

ბ) თუ დაფინანსების მაძიებელი მკვლევართა ჯგუფია, მაშინ კვლევითი პროექტის ხელმძღვანელი (მთავარი მკვლევარი) შეიძლება იყოს მხოლოდ კავკასიის უნივერსიტეტთან აფილირებული აკადემიური პერსონალი (პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი), დანარჩენი წევრები შეიძლება იყვნენ სხვა უნივერსიტეტის ან ორგანიზაციის თანამშრომლები, კავკასიის უნივერსიტეტის დოქტორანტები ან მაგისტრანტები.

 

თითოეულ კვლევით პროექტზე მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით).

 

კავკასიის უნივერსიტეტთან აფილირებულ აკადემიურ პერსონალს კვლევის შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების კონკურსის ფარგლებში, შეუძლია მოითხოვოს დაფინანსება მხოლოდ ახალი კვლევისთვის, რომელიც არ მონაწილეობს შრომით ხელშეკრულებაში. იმ კვლევისთვის, რომელიც შრომითი ხელშეკრულების დანართით არის გათვალისწინებული, დამატებითი დაფინანსება არ გაიცემა.

 

იმ შემთხვევაში, თუ კვლევითი პროექტის შედეგი არის სტატიის გამოქვეყნება რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში, აღნიშნული ჟურნალი უნდა შეესაბამებოდეს საუნივერსიტეტო რანჟირებით დადგენილ „B“ ან „A” დონეს.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საპროექტო განაცხადების რეგისტრაცია განხორციელდება 2020 წლის 15 დეკემბრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის 18:00 საათამდე, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: funding@cu.edu.ge.

 

ვადის დარღვევით წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადები არ განიხილება.

 

საპროექტო განაცხადი მოიცავს:

 

ა) კვლევითი პროექტის განაცხადს (დანართი 1);

ბ) კვლევითი პროექტის აღწერას (დანართი 2);

გ) კვლევით პროექტში ჩართულ პირთა (ხელმძღვანელის, მკვლევარების, ადმინისტრაციული პერსონალის) პროფესიული რეზიუმეებს.

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:

 

ნინო მაჩურიშვილი

ელ.ფოსტა: nmachurishvili@cu.edu.ge

მარიამ ჯინჭველეიშვილი

ელ.ფოსტა: mjinchveleishvili@cu.edu.ge