CSB-ის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

23 ივნისი 2017

20 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა კავკასიის ბიზნესის სკოლის სტუდენტური  სამეცნიერო კონფერენცია თემაზე ’’ორგანიზაციები და ეფექტური მართვა’’.

 

კონფერენციის მონაწილეები შეაფასეს საკონკურსო კომისიის წევრებმა შემდეგი შემადგებლობით:

 

ბორის (ბუბა) ლეჟავა - კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანი;

შალვა მაჭავარიანი - კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი სამეცნიერო დარგში, კომისიის თავმჯდომარე;

პაატა ბრეკაშვილი - კავკასიის ბიზნესის სკოლის სამაგისტრო და სადოქტორო აკადემიური პროგრამების დირექტორი;

ლევან ბჟალავა - კავკასიის ბიზნესის სკოლის უფროსი მკვლევარი.

 

ჟიურის გადაწყვეტილებით დასახელდნენ გამარჯვებულები:

 

I ადგილი თემისთვის: ’’კონტროლის სახეები ორგანიზაციაში და  მათი  არაპირდაპირი ზეგავლენა  თანამშრომლის  გადაწყვეტილებაზე დარჩეს კომპანიაში“.

  • სოფიო წულაძე

II ადგილი თემისთვის: ’’ორგანიზაციაში მოქალაქეობრივი ქცევისა და კონტრპროდუცტიული ქცევის შესწავლა LMX-ისა და POS-ის საშუალებით’’.

  • ანა ელიზაროვა

III ადგილი თემისთვის: ’’მომხმარებელთა კმაყოფილების ანალიზი თანამშრომელთა ქცევის ტიპისა და სტრესორების მიხედვით’’.

  • ირმა ბერძენიშვილი

 

კონფერენციის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები.