სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

7 აპრილი 2017

2 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტის, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: ’’სადოქტორო დისერტაციების ხარისხის ამაღლება, როგორც ქვეყნის ინოვაციური პოტენციალის ზრდის შესაძლებლობა’’. 

 

კონფერენცია გახსნა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა – თამარ სანიკიძემ.

 

კონფერენციაში მონაწილენი იყვნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის  უფროსი – ირინე დარჩია, ’’ერაზმუს +’’ – ის საქართველოს ეროვნული ოფისის კოორდინატორი – ლიკა ღლონტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი, სოციალურ მეცნიერებებში სადოქტორო პროგრამის კოორდინატორი – ნათია ჭიღვარია, გრენობლის უმაღლესი მენეჯმენტის აკადემიის პროფესორი - სებასტიან ჟოკაი, დასავლეთ  ლონდონის ბიზნესისა და მენეჯმენტის მეცნიერებათა კოლეჯი (WLCBMS), განათლების, საგანმანათლებლო პროგრამების, სასწავლო და  შეფასების დეპარტამენტის მკვლევარი, განათლების დოქტორი  – კახაბერ ლაზარაშვილი, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი, ფოლოსოფიის აკადემიური დოქტორი –  ეკატერინე ნაცვლიშვილი, ინოვაციების და კომერციალიზაციის დეპარტამენტის უფროსი – აკაკი მამალაძე და კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი სამეცნიერო  დაგრში, პროფესორი/მეცნიერებათა დოქტორი – შალვა მაჭავარიანი. 

   

კონფერენციაზე განიხილეს: სადოქტორო განათლება საქართველოში ზალცბურგის პრინციპების კონტექსტში; დოქტორანტურის ინტერნაციონალიზაციის აუცილებლობა საქართველოში; უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა, დოქტორანტების და ახალგაზრდა მკვლევარების პოტენციალის ზრდის შესაძლებლობის თვალსაზრისით; საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში  სადოქტორო პროგრამების ინტეგრირების პრობლემატიკა; პროფესიული დოქტორანტურის როლი პიროვნების პროფესიულ განვითარებაში დიდი ბრიტანეთის მაგალითზე; დარგობრივი საბჭოების მნიშვნელობა  განათლების სისტემის სრულყოფისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებისათვის; სამეცნიერო კვლევების შედეგების ეფექტიანი კომერციალიზაცია მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად; იდეიდან კომერციულ წარმატებამდე; სადოქტორო ნაშრომების ხარისხის ამაღლების შესაძლებლობები.                   

 

კონფერენციის ბოლოს გაიმართა დისკუსია,  გამოითქვა მნიშვნელოვანი მოსაზრებები სადოქტორო ნაშრომების ხარისხის ამაღლების კუთხით და მოხდა მოსაზრებების შეჯერება. 

 

კონფერენცია შეაჯამა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა, შალვა მაჭავარიანმა.