მიმოხილვა

პირველად საქართველოში, კავკასიის ბიზნესის სკოლა (CSB) და კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი (CUTC) გთავაზობთ სასერტიფიკატო პროგრამას კორპორატიულ ბანკინგში CP in Corporate Banking (Certified Professional in Corporate Banking)

ტრენინგის მიზანია მსმენელებმა შეისწავლონ სფეროს სპეციფიკა, გაიზიარონ კვალიფიციური კორპორატიული ბანკირების გამოცდილება, დაეუფლონ იმ აუცილებელ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რომლებიც მათ დაეხმარებათ თავიანთი სამუშაოს ხარისხიანად და მაღალპროფესიულ დონეზე შესრულებაში.

ტრენინგის ყველა მოდულის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს კავკასიის ბიზნესის სკოლის (CSB) და ტრენინგ ცენტრის (CUTC) ერთობლივ სერტიფიკატს ,,CP Corporate Banking (Certified Professional in Corporate Banking)" პროგრამის ფარგლებში მსმენელებს ასევე აქვთ საშუალება გაიარონ როგორც სრული სასერთიფიკატო პროგრამა, ასევე ცალკეული სასერთიფიკატო კურსები, რომელთა გავლის შემთხვევაში მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატს.

ტრენინგი განკუთვნილია:
• კომერციული ბანკების თანამშრომლებისთვის, რომლებიც გეგმავენ კორპორატიულ ბანკინგში გადასვლას ან ბანკი მოიაზრებს მათ ამ სექტორში დასაქმებას;
• სხვა ფინანსური ინსტიტუტების თანამშრომლებისთვის, რომლებიც გეგმავენ განაგრძონ კარიერა კომერციულ ბანკებში;
• კომპანიის ფინანსური მენეჯერებისთვის, რომელთაც სურთ დაინახონ ბანკების ხედვა, კომპანიის ფინანსირების დროს;
• დამამთავრებელი კურსის ბაკალავრებისთვის, მაგისტრებისთვის, რომლებიც გეგმავენ საკუთარი მომავალი კარიერა საბანკო სექტორს დაუკავშიროს;

ტრენერები:
კურსს უძღვებიან ამ სფეროში გამოცდილი სპეციალისტები (იხილეთ cv)

• ჯაბა კასრაძე
• ნათია სონიშვილი
• ლევან ალადაშვილი
• ზურაბ გუგუშვილი
• გიორგი კირვალიძე
• გეგა ტოფაძე
• გიორგი ემირიძე
• მიხეილ გოგუაძე