მიმოხილვა

ტრეინინგის მიზანია ნებისმიერი ასაკის და სპეციალობის მსმენელს შეასწავლოს ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესია უმოკლეს ვადებში, სასწავლო კურსზე მოხვედრის ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. თქვენ შეისწავლით როგორც გრაფიკულ დიზაინს ასევე ანიმაციის პრინციპებს და ობიექტების ანიმირებას. კურსის განმავლობაში თქვენ დაეუფლებით Adobe Illustrator CC, Adobe After Effects CC და Adobe Media Encoder CC -ს. კურსის გავლის შემდეგ, თქვენ გეცოდინებათ ვექტორულ გრაფიკაზე დაფუძნებული სარეკლამო ვიდეო რგოლების, საპრეზენტაციო ანიმაციის, ვებ-ბანერების, სოციალური ქსელისთვის განკუთვნილი ბანერების და სხვა გრაფიკული ელემენტების დამზადება. ტრეინინგი წარმოადგენს გიორგი ნიკურაძის - საავტორო კურსს რომელიც თავისი შინაარსით მორგებულია გლობალური სარეკლამო ინდუსტრიის სტანდარტებზე. კურსი არის კომპლექსური და ინტენსიური, რათა მოხდეს დაინტერესებული პირების უმოკლეს ვადაში მომზადება მაღალი დონის პროფესიონალებად, რომელებიც გუნდთან ან დამოუკიდებლად შეძლებენ სარეკლამო ინდუსტრიაში ჩართვას და მაღალანაზღაურებადი შეკვეთების მიღებას როგორც საქართველოში ასევე გლობალურ ბაზარზე. კურსში გადმოცემულია, ავტორის მრავალწლიანი გამოცდილება როგორც ტექნიკური ასევე პედაგოგიური თვალსაზრისით. სპეციალურად თქვენთვის შეიქმნა უნიკალური სასწავლო მასალა და სწავლების ტექნიკა, რომელიც უზრუნველყოფს 24 საათის განმავლობაში როგორც თეორიული ცოდნის მიღებას ასევე პრაქტიკული უნარ-ჩვევების სიღრმისეულ განვითარებას, ისე რომ თითოეული პრაქტიკული დავალება, დაძლევადი იყოს კურსით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის.

 

მცირერიცხოვანი ჯგუფი, ინდივიდუალური მიდგომა, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია, შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი და სპეციალურად თქვენთვის მომზადებული დამხმარე ვიდეო გაკვეთილები თქვენი წარმატების საწინდარია.

 

კურსის დასრულებისთანავე შეგიძლიათ გამოიყენოთ მიღებული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები და მიიღოთ სარეკლამო ვიდეო რგოლების შეკვეთები