თემატიკა

პროგრამა შედგება შემდეგი მოდულებისგან:

 

მოდული #1. ქართული ბრენდის სასტუმროს განვითარების პერსპექტივა (გამოწვევები, შესაძლებლობები)

 

მოდულის თემატიკა:

 

  • სასტუმროს განვითარების ეტაპები
  • სასტუმროს ისტორია მსოფლიოში და საქართველოში
  • ტურიზმის ინდუსტრია, ზოგადი მიმოხილვა ქართული ბაზრის მაგალითზე
  • სასტუმროს ტიპები
  • საქართველოში არსებული სასტუმროების კლასიფიკაცია
  • ქართული სასტუმროების კონცეფცია
  • სასტუმროს ორგანიზაციული სტრუქტურა
  • სასტუმროს დეპარტამენტების სამუშაო აღწერილობა
  • ადამიანური რესურსები სასტუმრო ბიზნესში
  • სასტუმროს გუნდის შექმნა და მოტივაცია
  • სტუმრის ტიპები სასტუმროში
  • სასტუმროს დაგეგმარება, არქიტექტურა და დიზაინი
  • სასტუმროს ეფექტური მართვა
  • ქართული ბრენდული სასტუმროს წარმატების გასაღები
  • ფრანჩაიზი ქართულ რეალობაში
  • სასტუმროს მარკეტინგი და გაყიდვები
  • ქართული სასტუმროს ბრენდის პოზიციონირება ბაზარზე

 

ტრენერი: ქეთევან ალიმბარაშვილი - სასტუმრო „ლაერტონი“-ს გენერალური დირექტორი და დამოუკიდებელი კონსულტანტი სასტუმროების ბრენდის კონცეფციის შექმნისა და წინა მოსამზადებელი სამუშაოს მიმართულებით.

 

ხანგრძლივობა: 3 საათი (ერთი შეხვედრა)

 

მოდული #2. სასტუმროს მიღება-განთავსების და დაჯავშნის ოპერირება

 

მოდულის მიზანია, მსმენელები გაეცნონ ამ სფეროში დაგროვილ თეორიულ ცოდნას, გაერკვნენ სასტუმროს მენეჯმენტის არსში, ფუნქციებში, მისი შესწავლის მეთოდოლოგიაში.

 

კურსის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

 

  • შესავალი სასტუმროს მენეჯმენტში (ისტორიული მიმოხილვა, სასტუმროს კლასიფიკაციის სისტემები, დარგის ზრდის ტენდენციები)
  • განთავსების ინდუსტრიისა და სასტუმრო მომსახურების არსი
  • სასტუმროს ძირითადი სამსახურები და მათი ფუნქციონირების თავისებურებანი
  • სასტუმროთა და სასტუმრო ნომრების საკლასიფიკაციო სისტემები
  • სასტუმროს ფასები და ფასთა პოლიტიკა
  • ნაადრევი ჩამოსვლის და გვიან გაწერის პროცედურები
  • სასტუმროს ორგანიზება და ფრონტ–ოფისი
  • დაჯავშნა(დაჯავშნის მნიშვნელობა მოგზაურთა და სასტუმროსათვის, დაჯავშნის სისტემის მიმოხილვა, წყაროები, სტუმართა მიერ დაჯავშნის პროცედურები)
  • ჯავშნის დასტურის წერილი და მნიშვნელობა
  • სტუმრების რეგისტრაცია (სტუმართან პირველი კონტაქტის მნიშვნელობა, სტუმართა მონაცემების მოკრება, სტუმართა რეგისტრაციის პროცედურა, გამოყოფილი ოთახის რეგისტრაცია)
  • პრობლემური სიტუაციები და მოგვარება
  • სტუმართან ანგარიშსწორება (ფრონტ-ოფისის საერთო ბუღალტრული პრაქტიკა, ანგარიშსწორებისა და საგადამხდელო ფორმები და პროცედურები)
  • სტუმრის გაწერა (სტუმრის გაწერის განსახორციელებლად აუცილებელი პროცედურები, სტუმართა ისტორიები)

 

ტრენერიდავით ჭავჭანიძე - მიღება-განთავსების და დასუფთავების დეპარტამენტების მენეჯერი, სასტუმრო „თბილისი მერიოტი“

 

ხანგრძლივობა: 18 საათი (6 შეხვედრა)

 

მოდული #3 დასუფთავების სამსახური (Housekeeping)

 

  • სასტუმროში დასუფთავების დეპარტამენტის სტრუქტურა და ფუნქციები. დასუფთავების სამსახურის ოპერირების პროცესი

 

ტრენერიოქსანა ხოდინ - დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელი, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“ (ქ. თბილისი)

 

ხანგრძლივობა: 12 საათი (4 შეხვედრა)

 

მოდული #4. ადამიანური რესურსების მართვის ზოგადი კურსი

 

მოდულის თემატიკა:

 

  • HR მენეჯმენტი (კლასიკური და თანამედროვე მიდგომები)
  • HR ბიზნეს პარტნიორი
  • ორგანიზაციული კულტურა, კომუნიკაცია
  • ადამიანური რესურსების დაგეგმვა, მოზიდვა, შერჩევა, ადაპტაცია და შენარჩუნება
  • ადამიანური რესურსების მართვა ორგანიზაციული ცვლილებების დროს
  • კომპენსაციის მოდელები, სამოტივაციო სისტემები, სწავლება და განვითარება

 

ტრენერი: ხათუნა ტუღუში - HR დირექტორის მოადგილე, „აჭარა ჯგუფი“ (სასტუმრო „ჰოლიდეი ინ თბილისი“, 

სასტუმრო „რუმსი ყაზბეგი“, სასტუმრო „რუმსი თბილისი", „ფაბრიკა" ჰოსტელი, სასტუმრო „სტამბა")

 

ხანგრძლივობა: 18 საათი (6 შეხვედრა)

 

მოდული #5. გაყიდვების მენეჯმენტი

 

  • გაყიდვების საფუძვლების შესწავლა, სასტუმრო ინდუსტრიაში მაქსიმალური მოგების მიღების მიზნით

 

მოდულის თემატიკა:

 

  • მარკეტინგის როლი სასტუმროს ბიზნესში
  • პოზიციონირება და ბრენდინგი
  • სასტუმროს მარკეტინგული გეგმა/ბიუჯეტი
  • შიდა მარკეტინგი

 

ტრენერი: მარიამ სეხნიაშვილი - კორპორატიული გაყიდვების კოორდინატორი, „აჭარა ჯგუფი“ (სასტუმრო „ჰოლიდეი ინ თბილისი", სასტუმრო „რუმსი ყაზბეგი", სასტუმრო „რუმსი თბილისი", „ფაბრიკა" ჰოსტელი, სასტუმრო „სტამბა")

 

ხანგრძლივობა: 15 საათი (5 შეხვედრა)

 

მოდული #6. ღონისძიებათა მენეჯმენტი

 

  • დამკვეთის მოთხოვნის გაანალიზება, ღონისძიების დაგეგმვა, ბიუჯეტის და შეთავაზების გაკეთება, ღონისძიების საოპერაციო ნაწილის მართვა 

 

ტრენერი: ნინო პატარიძე - ღონისძიებების მენეჯერი, „აჭარა ჯგუფი“ (სასტუმრო „ჰოლიდეი ინ თბილისი", სასტუმრო „რუმსი ყაზბეგი", სასტუმრო „რუმსი თბილისი", „ფაბრიკა" ჰოსტელი, სასტუმრო „სტამბა")

 

ხანგრძლივობა: 12 საათი (4 შეხვედრა)

 

მოდული #7. სასტუმროს უსაფრთხოება

 

  • უსაფრთხოება როგორც სასტუმროს მომსახურების შემადგენელი ნაწილი. სასტუმროს უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა და შინაგანაწესი
  • კრიზისული სიტუაციების მართვის გეგმა. კრიზისული სიტუაციები
  • რისკის მენეჯმენტი და შრომის უსაფრთხოება. დანაკარგების თავიდან აცილება და ინციდენტების პრევენცია.

 

ტრენერი: გიორგი წნორიაშვილი უსაფრთხოების დაცვის უფროსი, სასტუმრო „თბილისი მერიოტი“

 

ხანგრძლივობა: 6 საათი (1 შეხვედრა)

 

მოდული #8. კვებისა და სასმელების მენეჯმენტი

 

მოდულის თემატიკა:

 

  • მენიუს შერჩევა ბაზრის მოთხოვნებისა და რესტორნის თემატიკის გათვალისწინებით
  • საკვებისა და სასმელების ღირებულების განსაზღვრა
  • სტანდარტული რეცეპტები
  • ეფექტური კონტროლის სისტემის შემუშავება
  • ფასების დაწესების სტრატეგიები
  • პროდუქტის შესყიდვის, მიღების, შენახვის და მომზადების პროცედურები
  • შრომის ღირებულების განსაზღვრა დარბაზისა და სამზარეულოს პერსონალისთვის
  • ყოველი თვის ბოლოს პროდუქტის ნაშთების აღწერის პროცედურა

 

ტრენერი: ბექა ძნელაძე შესყიდვების მენეჯერი, სასტუმრო „სტამბა“

 

ხანგრძლივობა: 6 საათი (2 შეხვედრა)