მიმოხილვა

ეს კურსი მომზადებულია კომპანიის საშუალო და უმაღლესი რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე მომუშავე თანამშრომლებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად აწყდებიან მართვის სხვადასხვა  გამოწვევებს, - მათ შორის გუნდის შიდა-ორგანიზაციული ქცევისა და სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციის და თანამშრომელთა მოტივაციის დაგეგმვის მიმართულებებში. პროგრამაში გათვალისწინებულია მართვის თანამედროვე პრინციპები, მიდგომები და გამოწვევები, რომელთა მონაწილეთათვის გაზიარება პრაქტიკული სიტუაციური ქეისების ანალიზის, თამაშებისა და დისკუსიების მეშვეობით ხდება.