მიმოხილვა

ტრენინგის მიზანი:

პედაგოგიური საქმიანობით დაინტერესებული ადამიანებისათვის წიგნიერების კუთხით არსებული გამოწვევების შესაბამისი მასწავლებლის პროფესიული უნარების განვითარება.

 

სამიზნე აუდიტორია:

საჯარო და კერძო სკოლების მოქმედი პედაგოგები, პედაგოგიურ კარიერაში შესვლის მსურველი პირები, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები (დირექტორები, რომელთა პროფესიული სტანდარტი ასევე მოიცავს მასწავლებლის პროფესიული უნარების თემატიკას და სხვა წარმომადგენლები), კერძო პედაგოგიური პრაქტიკით დაკავებული და საგანმანათლებლო პროცესით დაინტერესებული სხვა პირები.

 

მონაწილეების შერჩევა:

ტრენინგის მონაწილეობის მსურველები წარმოდგენილი დოკუმენტაციის (მოკლე ბიოგრაფია - CV  და სამოტივაციო წერილი) შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე.

 

ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის (CUTC) სერტიფიკატს.