მიმოხილვა

ტრენინგის აღწერილობა

პროგრამა შედგენილია ჯანდაცვის ბაზრის სპეციფიურობის, კანონმდებლობისა და ტენდენციების გათვალისწინებითა და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

პროგრამა დაეხმარება მსმენელებს გაიღრმავონ ცოდნა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სამედიცინო ბიზნესის პრინციპები, ოპერაციული, ფინანსური და ადამიანური რესურსების მენეჯმენტი, საინფორმაციო სისტემები, კომუნიკაცია, სამართლებრივი და ეთიკური ასპექტები ჯანდაცვაში.
ამ პროგრამის გავლა ხელს შეუწყობს მსმენელებს კარიერულ და პროფესიულ განვითარებაში. მსმენელი შეიძენს ჯანდაცვის სისტემების ადმინისტრატორის მენეჯერულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, მიიღებს უახლეს ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ, შეძლებს პრაქტიკაში გამოიყენოს თეორიული ცოდნა და დასახოს თავისი, როგორც ჯანდაცვის ადმინისტრატორის განვითარების გზები.

პროგრამა ითვალისწინებს კურსის ბოლოს მონაწილეების შეფასებას. დადებითი შეფასების შემთხვევაში, მსმენელები მიიღებენ კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლისა და კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის ერთობლივ სერტიფიკატს.