თემატიკა

ტრენინგის  მიზანია მსმენელები გაეცნონ ამ სფეროში დაგროვილ თეორიულ ცოდნას, გაერკვნენ სასტუმროს მენეჯმენტის არსში, ფუნქციებში, მისი შესწავლის მეთოდოლოგიაში.

 

კურსის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

 

  • შესავალი სასტუმროს მენეჯმენტში (ისტორიული მიმოხილვა, სასტუმროს კლასიფიკაციის სისტემები, დარგის ზრდის ტენდენციები);
  • განთავსების ინდუსტრიისა და სასტუმრო მომსახურების არსი;
  • სასტუმროს ძირითადი სამსახურები და მათი ფუნქციონირების თავისებურებანი;
  • სასტუმროთა და სასტუმრო ნომრების საკლასიფიკაციო სისტემები;
  • სასტუმრო ფასები და ფასთა პოლიტიკა;
  • ნაადრევი ჩამოსვლის და გვიან გაწერის პროცედურები;
  • სასტუმროს ორგანიზება და ფრონტ–ოფისი;
  • დაჯავშნა(დაჯავშნის მნიშვნელობა მოგზაურთა და სასტუმროსათვის, დაჯავშნის სისტემის მიმოხილვა, წყაროები, სტუმართა მიერ დაჯავშნის პროცედურები);
  • ჯავშვნის დასტურის წერილი და მნიშვნელობა;
  • სტუმრების რეგისტრაცია (სტუმართან პირველი კონტაქტის მნიშვნელობა, სტუმართა მონაცემების მოკრება, სტუმართა რეგისტრაციის პროცედურა, გამოყოფილი ოთახის რეგისტრაცია);
  • პრობლემური სიტუაციები და მოგვარება;
  • სტუმართან ანგარიშსწორება (ფრონტ-ოფისის საერთო ბუღალტრული პრაქტიკა, ანგარიშსწორებისა და საგადამხდელო ფორმები და პროცედურები);
  • სტუმრის გაწერა (სტუმრის გაწერის განსახორციელებლად აუცილებელი პროცედურები, სტუმართა ისტორიები).