თემატიკა

ტრენინგის თემატიკა:
• მართვა/მენეჯმენტი - ციკლის განხილვა და ანალიზი (პოლიტიკის განსაზღვრა, დაგეგმვა, ორგანიზება, მონიტორინგი);
• რესურსების მართვა - რესურსების ანალიზის მოდელები და რაციონალური მართვის მექანიზმები. დროის მართვა, ადამიანური რესურსების მართვა, ორგანიზაციის პოლიტიკის შესაბამისად, სამუშაოს დაგეგმვის, პროგრამირების და ბიუჯეტირების სისტემის ანალიზი PPBS;
• ორგანიზაციის პოლიტიკის შემუშავება - ტენდენციებისა და სტრატეგიული ანალიზის საფუძველზე, ორგანიზაციის პოლიტიკისა და პრიორიტეტების განსაზღვრა, მისიის მიზნებისა და ამოცანების ფორმულირება; (PESTEL-M სტრატეგიული ანალიზის მოდელი);
• სტრატეგიული დაგეგმვა - ალტერნატივების ანალიზი და ეფექტური გეგმების შემუშავება (მოკავშირეთა ანალიზის მატრიცა, მაკნამარას მოდელი);
• ორგანიზაციის მართვის დოკუმენტების შემუშავება (პრაქტიკული სავარჯიშოები, ორგანიზაციის მართვისთვის საჭირო დოკუმენტების შემუშავებაზე - კონცეფცია, განვითარების სტრატეგიის შემუშავება და იმპლემენტაციის მექანიზმების გასაზღვრა - სამოქმედო გეგმა);
• ცვლილებების მართვა - მოდელების განხილვა; ორგანიზაციის ცვლილებების განმაპირობებელი ფაქტორების ანალიზი - PESTORP, ცვლილებების მართვის მექანიზმები;
• ორგანიზაციული და სამუშაოს ანალიზი - ორგანიზაციული სტრუქტურის შემუშავება; SWOT ანალიზი, სამუშაოთა კლასიფიკაცია (მართვის დონეებისა და პასუხისმგებლობების მიხედვით, მატრიცის შემუშავება);
• ორგანიზაციული კულტურის ანალიზი და ორგანიზაციული ქცევა;
• ადამიანური რესურსები მართვა;
• გადაწყვეტილების მიღება, პროცესი და მოდელები.
• ლიდერობა და მენეჯმენტი- განსხვავებული ფორმები, როლი და მახასიათებლები.
• გენდერი და ეთიკა მასთან დაკავშირებული პროცესები ორგანიზაციაში;
• ეფექტური კომუნიკაცია - ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია, კომპეტენციების და ქცევის მართვა;
• მოტივაცია - მოდელები და პრაქტიკული მექანიზმები;

სწავლების მეთოდები:
პროგრამის განმავლობაში შეისწავლება თეორიული მასალა, მოხდება ქეისების, მაგალითების განხილვა და ანალიზი. მსმენელები პრაქტიკულად იმუშავებენ სხვადასხვა დოკუმენტების, მართვის მექანიზმების შემუშავებაზე, იგეგმება სიმულაციური და როლური თამაშები.