მიმოხილვა

ტრენინგის მიზანია მსმენელმა მიიღოს ინფორმაცია თანამედროვე მენეჯმენტის სტანდარტებისა და მოდელების შესახებ; განავითაროს ძირითადი მენეჯერული უნარები; მოახერხოს ორგინიზაციის ეფექტური მართვა, განვითარება და მისი წარმატების უზრუნველყოფა - თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი მართვის მექანიზმებისა და მოდელების, საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე.

ტრენინგი განკუთვნილია მოქმედი ან პოტენციური მენეჯერებისთვის, რომლებიც საკუთარი საქმიანობის წამოწყებას და/ან განვითარებას გეგმავენ.

ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს, კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის (CSB) და ტრენინგ ცენტრის (CUTC) ერთობლივ სერტიფიკატს.

ტრენერი: თეა ნიკოლაშვილი~

ექსპერტი ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციის მენეჯმენტის საკითხებში, ტრენერის მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილებით. ჰოლანდიური კომპანია VIPD - ის (www.vipd.nl) წარმომადგენელი საქართველოში.