მიმოხილვა

ტრენინგის აღწერა

ტრენინგის მიზანია, დეტალურად გააცნოს მონაწილეებს პროექტების მართვის თანამედროვე მეთოდოლოგია. ტრენინგი გათვლილია საშუალო და ტოპ მენეჯმენტის რგოლებზე დიდ ორგანიზაციებში, რომლებსაც ახასიათებთ რთული სტრუქტურა და რამდენიმე პარალელური პროექტის მართვის აუცილებლობა. ტრენინგის დამთავრების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ პრაქტიკულად გამოიყენონ მიღებული ცოდნა, რაც გამოიხატება მარტივი/საშუალო სირთულის პროექტების მართვაში და კონკრეტული ორგანიზაციისთვის საუკეთესო პროექტების მართვის მოდელის შერჩევაში.

ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის (CST) და ტრენინგ ცენტრის (CUTC) ერთობლივ სერტიფიკატს.