ტრენინგის აღწერა

ტრენინგის მიზანი

მოცემული კურსის მიზანია მსმენელებს გააცნოს საქართველოში მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სისტემა და მასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების საშუალებები და პროცედურები. აღნიშნულ სფეროში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. სისტემის სიახლეები და გაუმჯობესების პერსპექტივები.

 

ტრენინგის აღწერა

ტრენინგი გათვლილია, სახელმწიფო შესყიდვებით დაინტერესებული ყველა იმ პირისთვის, რომელიც დასაქმებულია ან აპირებს აღნიშნულ სფეროში პრატიკულ საქმიანობას, როგორც შემსყიდვებლის ასევე მომწოდებლის კუთხით. კურსი მოიცავს, იმ საკითხების და პრობლემების  შესწავლას, რომლებიც უშუალოდ თავს იჩენს მუშაობის პროცესში. გარდა ამისა, ტრენინგი მოიცავს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში დანერგილი სიახლეებისა და ახალი მოდულების შესწავლას. თითოეული საკითხის შესწავლა დაეფუძნება პრაქტიკულ მაგალითებს (ქეისებს), რაც სწავლების პროცესს  მსმენელებისთვის უფრო გასაგებს და აღთქმადს გახდის.

 

ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს, კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის (CSB) და ტრენინგ ცენტრის (CUTC) ერთობლივ სერტიფიკატს.

 

ტრენერი: ლევან როსტომაშვილი, საქართველოს რეგონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს უფროსის მოადგილე