მიმოხილვა

მენეჯერული აღრიცხვა არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც აძლიერებს კომპანიის შესაძლებლობებს მიიღოს სწორი და ფინანსურად გამართლებული გადაწყვეტილებები. ეს კურსი მიმოიხილავს მეთოდებს, რომელიც ზომავს და აანალიზებს ხარჯებს, პროდუქტების მომგებიანობას და სხვა ისეთ საკითხებს, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მომგებიანობის გაზრდას. მენეჯერული აღრიცხვის მთავარი მიზანია მიაწოდოს სასარგებლო ფინანსური ინფორმაცია შიდა მომხმარებლებს, რომ გააუმჯობესონ მენეჯერული გადაწყვეტილების მიღების პროცესი და მისი კონტროლი.

 

ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (CSB) და ტრენინგ ცენტრის (CUTC) ერთობლივ სერთიფიკატს.