მიმოხილვა

ტრენინგ კურსი ინტერაქციულია და მოიცავს, სწავლების როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეთოდს. განხილული იქნება მობილური ფოტოგრაფიის პრინციპები, უპირატესობები, მინუსები, ეფექტური გამოყენების გზები და ის სოციალური ქსელები, სადაც პოტენციურად ყველაზე მეტ სარგებელს ნახავენ. მსმენელები თავად გადაიღებენ ფოტოებს, დაამუშავებენ შესაბამისი ეფექტებით და აღმოაჩენენ ისეთ ფოტოაპლიკაციებს, რომლებითაც შეიძლება ფინანსური სარგებლის მიღებაც.

 

ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის (CUTC) სერტიფიკატს.