მიმოხილვა

სასწავლო კურსის მიზანი

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს პოლიტიკოსის და პოლიტიკური პარტიის განვითარების და მშენებლობის მნიშვნელობა და საარჩევნო კამპანიის როლი ქვეყნის დემოკრატიული პროცესების განვითარებაში. სტუდენტი შეისწავლის პოლიტიკური პარტიის შექმნის და მართვის თავისებურებებს და საარჩევნო კამპანიის დაგეგმარებას, მენეჯმენტს და ამ პროცესში საზოგადოებასთან ურთიერთობის თავისებურებებს. სტუდენტი შეისწავლის საარჩევნო კამპანიის სტრატეგიის დაგეგმვას, პოლიტიკოსის ან პოლიტიკური პარტიის იმიჯის  შექმნას და ურთიერთობას მას-მედიასთან. სტუდენტი ასევე შეისწავლის საველე და ალტერნატიული ტექნოლოგიების გამოყენების წესს საარჩევნო კამპანიის პერიოდში.

 

ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის (CUTC) სერტიფიკატს.

 

სასწავლო კურსის მიზნობრივი ჯგუფი

 

  • პოლიტიკით დაინტერესებული პირები
  • პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდა ლიდერები
  • PR-ით დაინტერესებული პირები
  • ჟურნალისტები
  • სახელმწიფოს მარვით დაინტერესებული პირები
  • საარჩევნო თემეტიკით დაინტერესებული პირები

 

 

კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტი დაუფლებულია

ზოგადი კომპეტენციებს:

 

  • აბსტრაქციული აზროვნების, ანალიზისა და სინთეზის უნარი
  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
  • დროის დაგეგმვისა და მართვის უნარი
  • სწავლის და ცოდნის მუდმივი განახლების უნარი
  • კრიტიკული აზროვნების და თვითკრიტიკის უნარი
  • ახალი იდეების გენერირების უნარი
  • პრობლემების იდენტიფიკაციის და გადაწყვეტის უნარი
  • ჯგუფში მუშაობის უნარი
  • ადამიანებთან ურთიერთობების, დიალოგის წარმოების უნარი

 

დარგობრივი კომპეტენციები:

 

  • პოლიტიკური პარტიის და საარჩევნო კამპანიის მართვა
  • უფასო და ფასიან მედიასთან ურთიერთობა
  • საარჩევნო კამპანიის სტრატეგიის შექმნა
  • საარჩევნო კამპანიის დაგეგმარება
  • სოციოლოგიური კვლევის გააზრება და კონტროლი
  • პოლიტიკოსის იმიჯის შექმნა

 

ტრენერი: დიმიტრი შაშკინი