აკადემიური მენეჯერი (CHS)

11 მარტი 2017

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის  სკოლის (CHS) საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების  აკადემიური მენეჯერის  თანამდებობაზე.

 

სამუშაო მოვალეობები:

 

  • სტუდენტებთან უშუალო კონტაქტი და მათთან ხელშეკრულების გაფორმება, ხელმოწერილი ხელშეკრულების შეგროვება და რეგისტრატურის სამსახურისათვის გადაცემა;
  • სტუდენტების მხიდან, ხელშეკრულების პირობების შესრულების გაკონტროლება;
  • სტუდენტებისათვის საუნივერსიტეტო რეგულაციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, მათი დაცვის და პრაქტიკაში გატარების ხელშეწყობა;
  • საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის სილაბუსების სისტემატიზაცია;
  • სტუდენტთა მობილობის დროს, გავლილი საგნების პროგრამასთან შესაბამისობის დადგენა და საბოლოო ინფორმაციის მიწოდება რეგისტრატურის სამსახურისთვის.
  • სტუდენტთა ზეპირი და ტესტური გამოკითხვის მიმდინარეობაზე კონტროლი;
  • შუალედურ და დასკვნით გამოცდებზე დასწრება, მათი ორგანიზება;
  • სტუდენტების დახმარება საჭირო დოკუმენტების მიღებაზე;
  • სტუდენტთა დასწრების ელექტრონული აღრიცხვის კონტროლი, ხოლო სპეციალური ჟურნალის შედგენა და მისი მიწოდება ლექტორებისათვის, იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ არ ხდება ელექტრონული აღრიცხვა;
  • სემესტრული შეფასებების შედგენა და წარმოება;
  • სტუდენტთა მიერ, სააუდიტორიო მეცადინეობების გაცდენის მიზეზის გამორკვევა და მათი მონიტორინგის დეპარტამენტთან გადამისამართება;
  • ლექტორებთან ურთიერთობა, რაც გამოიხატება ლექტორების მიერ სილაბუსების წარმოდგენის, ნიშნების ფურცლის გამზადების მოთხოვნასა და კვირაში ორჯერ ნიშნების მოძიებაში;
  • ლექტორებისაგან სტუდენტთა გაცდენებისა და შეფასების დროულად მიღების ორგანიზება;
  • ლექტორების დაგვიანების, გაცდენის აღრიცხვა და აღდგენის ორგანიზება;
  • ლექტორის მიერ ჩატარებული საათების კონტროლი და დაცვის სამსახურის მიერ შეტანილი მონაცემების გადამოწმება;
  • პასუხისმგებლობა სტუდენტებისათვის განკუთვნილი ყველა ინფორმაციის მათთვის მიწოდებაზე;
  • სტუდენტების მიერ, სპეციალობის არჩევის ეტაპზე დახმარების აღმოჩენა;
  • საფაკულტეტო სემესტრული სალექციო ცხრილების მომზადება;
  • სკოლის ყველა სახის სიახლის ყოველთვიური შეგროვება და მისი გადაცემა მარკეტინგის დეპარტამენტისთვის, შემდგომი გასაჯაროვების მიზნებისათვის;
  • სემესტრული ანგარიშის მომზადება;
  • სტუდენტების მიერ, ლექტორთა შეფასების პროცედურის ორგანიზება;
  • ”მასტერ - კლასების” მომზადებასა და ჩატარებაზე ხელმძღვანელობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • ხელმძღვანელი პირის მიერ სხვა, დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისი დავალების შესრულება,. 

 

 

 

მოთხოვნები:

  • ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
  • ქართულ ენაზე წერისა და მეტყველების უნარების მაღალი დონე;
  • ინგლისურ ენაზე წერისა და მეტყველების  უნარი ჩაითვლება უპირატესად;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა და ინტერპერსონალური უნარ-ჩვევები;
  • მოტივირებულობა და დისციპლინირებულობა;
  • კოლეგიალობა;
  • როგორც დამოუკიდებლად, ისე გუნდურად მუშაობის უნარი;
  • პრიორიტეტი მიენიჭება ეკონომიკისა და ჯანდაცვის სფეროში გამოცდილების მქონე კადრს.

 

 

ანაზღაურება(ხელზე):  600 -700 ლარი;

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2 

გამოსაცდელი ვადა: 2-3 თვე.

შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ  ტესტირება  და შემდგომ ეტაპზე გასაუბრება.

 

 

სამუშაო დრო: ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით (შაბათი მოკლე სამუშაო დღე).

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge

 

გთხოვთ საგნის დასახელების ველში მუთითოთ:  „CHS  - პროგრამების აკადემიური მენეჯერი“

 

საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2017 წლის 26  მარტის ჩათვლით.

 

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.