აკადემიური თანამდებობები CSH

22 მაისი 2019

კავკასიის უნივერსიტეტი (კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა CSH) აცხადებს კონკურსს პროფესორის და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ მიმართულებებზე:

 

პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)

 

  • ფილოლოგია

 

ასოცირებული პროფესორი (2 ვაკანტური ადგილი)

 

  • ფსიქოლოგია

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

) პროფესორისთვის

 

  • პროფესორად 6 წლის ვადით აირჩევა ფილოლოგიის მიმართულებით დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლიანი გამოცდილება;
  • დისციპლინის შესაბამის სფეროში 3 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება.

 

) ასოცირებული პროფესორისთვის

 

  • ასოცირებულ პროფესორად 3 წლის ვადით აირჩევა ფსიქოლოგიის მიმართულებით დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  • დისციპლინის შესაბამის სფეროში 3 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება.

  

დამატებითი მოთხოვნები:

 

პიროვნული თვისებები:

 

  • პასუხიმგებლიანი;
  • სამართლიანი;
  • დისციპლინირებული;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ინდივიდუალური მიდგომის უნარი;
  • გადმოცემის და პრეზენტაციის უნარი;
  • კრეატიული;
  • აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი;
  • როგორც გუნდში, ისე ინდივიდუალურად მუშაობის უნარი.

 

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

 

  • რეზიუმე (CV);
  • კურს(ებ)ის სილაბუს(ებ)ი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • განათლების (კვალიფიკაციისა და აკადემიური ხარისხის/წოდების) დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები. დოქტორანტების შემთხვევაში - სადოქტორო პროგრამაზე სწავლის შესახებ ცნობა. ასევე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის  დიპლომის ასლები;
  • სამეცნიერო–პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა;
  • სტატიების, წიგნების, მონოგრაფიების თუ სხვა სამეცნიერო შრომების შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოიცავს: ნაშრომის სახელწოდებას, გამოქვეყნების ადგილს, თარიღს, გვერდების რაოდენობას და გამომცემლობის დასახელებას, ასევე ნაშრომის გარე ყდის ასლებს.

 

პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი, პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინმებული სწავლის შედეგების გამომუშავების აუცილებელი კომპეტენცია.

 

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

 

 I ეტაპი – წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა;

 II ეტაპი – პრეზენტაცია/გასაუბრება

 III ეტაპი – კონკურსის შეჯამება.

 

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორაცია და კონკურსის მეორე ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, ვინც პირველ ეტაპს გადალახავს წარმატებით.

 

  • კონკურსის გამოცხადების თარიღი: 21 მაისი 2019წ. 
  • საბუთების მიღება: 2019 წლის 21 ივნისიდან  - 2019 წლის 24 ივნისით ჩათვლით.
  • კონკურსის ჩატარების პერიოდი 2019 წლის ივნისის  თვე.
  • კონკურსის ჩატარების ადგილი: ქალაქი თბილისი, პაატა სააკაძის #1
  • კონკურსის შედეგების გამოქვეყნების თარიღი: 2019 წლის 28 ივნისი.

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართებზე: hr@cu.edu.ge ან წარმოადგინოთ ბეჭდური სახით, მისამართზე: პაატა სააკაძის ქ. #1, პერსონალის მართვის დეპარტამენტში.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტს, ელექტრონულ ფოსტის მისამართზე hr@cu.edu.ge; T: 032 2377777.

 

გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის და მიმართულების სახელწოდება!