აკადემიური თანამდებობები CSH

21 ივნისი 2019

კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა (CSH) აცხადებს კონკურსს მოწვეული ლექტორის თანამდებობაზე ზოგადი ინგლისური ენის მიმართულებით (10 ვაკანტური ადგილი). 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

დოქტორი / დოქტორანტი / მაგისტრი / დისციპლინის შესაბამის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილებით და შესაბამის სფეროში მინიმუმ 1 წლიანი პედაგოგიგური გამოცდილებით.

 

პიროვნული თვისებები:

 

  • პასუხისმგებლიანი;
  • კომუნიკაბელური;
  • სამართლიანი;
  • დისციპლინირებული;
  • გადმოცემის და პრეზენტაციის უნარი;
  • აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი;
  • მოსმენის უნარი;
  • კრეატიული;
  • მოტივირებული;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
  • ინდივიდუალური მიდგომის უნარი;
  • ლოგიკური აზროვნების უნარი.

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

 

  1. CV-რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  3. განათლების (კვალიფიკაციისა და აკადემიური ხარისხის/წოდების) დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები იმავე ან მომიჯნავე დარგში. დოქტორანტების შემთხვევაში - სადოქტორო პროგრამაზე სწავლის შესახებ ცნობა. ასევე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის  დიპლომის ასლები;
  4. საზღვარგარეთ დაცული ხარისხის შემთხვევაში, ავთენტურობისთვის განსაზღვრული საჭირო დოკუმენტაცია;
  5. სამეცნიერო–პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა;
  6. საკანდიდატო და/ან სადოქტორო თემის შესახებ ინფორმაცია (თემის სათაური, დარგი, მიმართულება);
  7. სტატიების, წიგნების, მონოგრაფიების თუ სხვა სამეცნიერო შრომების შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოიცავს: ნაშრომის სახელწოდებას, გამოქვეყნების ადგილს, თარიღს, გვერდების რაოდენობას და გამომცემლობის დასახელებას, ასევე ნაშრომის გარე ყდის ასლებს (ბოლო 5 წლის მდგომარეობით).

 

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

 

 I ეტაპი – წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა;

 II ეტაპი – პრეზენტაცია/გასაუბრება

 III ეტაპი – კონკურსის შეჯამება.

 

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორაცია და კონკურსის მეორე ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, ვინც პირველ ეტაპს გადალახავს წარმატებით.

 

  • კონკურსის გამოცხადების თარიღი: 20 ივნისი 2019 წ. 
  • საბუთების მიღება: 2019 წლის 20 ივნისიდან - 2019 წლის 4 ივლისის ჩათვლით.
  • კონკურსის ჩატარების პერიოდი 2019 წლის ივლისის თვე.
  • კონკურსის ჩატარების ადგილი: ქალაქი თბილისი, პაატა სააკაძის #1

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართებზე: hr@cu.edu.ge ან წარმოადგინოთ ბეჭდური სახით, მისამართზე: პაატა სააკაძის #1, პერსონალის მართვის დეპარტამენტში.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტს, ელექტრონულ ფოსტის მისამართზე hr@cu.edu.ge; T: 032 2377777.

 

გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის სახელწოდება.