CDS აკადემიური თანამდებობები- ეკონომიკა

27 მაისი 2019

კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის სადოქტორო სკოლა (CDS) აცხადებს კონკურსს პროფესორის (5 ვაკანტური ადგილი), ასოცირებული პროფესორის (5 ვაკანტური ადგილი), ასისტენტ პროფესორის (5 ვაკანტური ადგილი) და ასისტენტის (2 ვაკანტური ადგილი) აკადემიურ თანამდებობებზე ეკონომიკის მიმართულებით. 

 

თუ ხართ აკადემიკოსი, გაქვთ კვლევისა და სწავლების ინტერესი და გსურთ შემოუერთდეთ მოტივირებულ და შედეგზე ორიენტირებულ გუნდს, გთხოვთ გააკეთოთ განაცხადი მოცემულ კონკურსზე. კავკასიის უნივერსიტეტში შეიქმნა სადოქტორო სკოლა, რომლის მიზანია მკვლევარის აკადემიური მოღვაწეობის განვითარება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.

 

ჩვენ გთავაზობთ დასავლური ტიპის აკადემიურ კონტრაქტს, თქვენი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობის სწორი მართვისა და მოტივაციის მიზნით. შესაძლებელია როგორც სრულ, ასევე ნახევარ განაკვეთზე დატვირთვა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

 

პროფესორისთვის:

 

  • პროფესორად 6 წლის ვადით აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლიანი გამოცდილება.


ასოცირებული პროფესორისთვის:

 

  • ასოცირებულ პროფესორად 3 წლის ვადით აირჩევა დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.

ასისტენტ- პროფესორისთვის:

 

  • ასისტენტ-პროფესორად 3 წლის ვადით აირჩევა დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი.  

 

ასისტენტისთვის:

 

  • ასისტენტად 3 წლის ვადით აირჩევა მაგისტრის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი. 
     

დამატებითი მოთხოვნები:

 

პიროვნული თვისებები:

 

  • კომუნიკაბელურობა
  • პრეზენტაციის უნარი
  • აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი
  • მოტივირებულობა
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი
  • კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვისა და განხორციელების უნარი

 

სხვა უნარები:

 

  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა
  • დარგის შესაბამისი სამეცნიერო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

     

წარმოსადგენი დოკუმენტები: 

 

  • რეზიუმე (CV- მოიცავდეს ინფორმაციას სწავლებისა და სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ)
  • სამოტივაციო წერილი (სწავლების ინტერესის შესახებ) 
  • სამოტივაციო წერილი (კვლევითი საქმიანობის შესახებ)
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
  • განათლების (კვალიფიკაციისა და აკადემიური ხარისხის/წოდების) დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები (საზღვარგარეთ დაცული ხარისხის შემთხვევაში, ავთენტურობაზე საჭირო დოკუმენტაცია).

 

უპირატესობა მიენიჭება ევროპის და ა.შ.შ.-ის უნივერსიტეტების დოქტორის ხარისხის მფლობელებს და დარგში თანამედროვე რეფერირებადი კვლევის გამოცდილების მქონე აპლიკანტებს.

 
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:


I ეტაპი - წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა 

II ეტაპი - პრეზენტაცია/გასაუბრება

III ეტაპი - კონკურსის შეჯამება

 

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და კონკურსის მეორე ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, ვინც პირველ ეტაპს გადალახავს წარმატებით. 

 

  • კონკურსის გამოცხადების თარიღი: 2019 წლის 27 მაისი
  • საბუთების მიღება: 2019 წლის 27 ივნისიდან - 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით
  • კონკურსის ჩატარების პერიოდი 2019 წლის ივლისის თვე
  • კონკურსის ჩატარების ადგილი: ქალაქი თბილისი, პაატა სააკაძის #1
  • კონკურსის შედეგების გამოქვეყნების თარიღი: 2019 წლის 8 ივლისი

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტს hr@cu.edu.ge ტელ.: 2 377777

 

გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის და მიმართულების სახელწოდება!