აკადემიური თანამდებობები CMS

20 ივნისი 2018

კავკასიის უნივერსიტეტი (კავკასიის მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლააცხადებს კონკურსს პროფესორის (3 ვაკანტური ადგილი) ასოცირებული პროფესორის (3 ვაკანტური ადგილი) ასისტენტ- პროფესორის (3 ვაკანტური ადგილი) და ასისტენტის (2 ვაკანტური ადგილი) თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ  მიმართულებაზე:

 

  • საზოგადოებრივი ჯანდაცვა

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

ა)  პროფესორისთვის

 

  • დოქტორის ხარისხი შესაბამის სფეროში;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის და დისციპლინის შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 6 წლიანი გამოცდილება;

 

ბ) ასოცირებული პროფესორისთვის

 

  • დოქტორის  ხარისხი შესაბამის სფეროში;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური  მუშაობის და დისციპლინის შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

 

ბ) ასისტენტ- პროფესორისთვის

  • დოქტორის  ხარისხი შესაბამის სფეროში;
  • სასურველია დისციპლინის შესაბამის სფეროში მუშაობის 2  წლიანი გამოცდილება.

 

დ)  ასისტენტისთვის

  • დოქტორანტი, რომელსაც სასურველია ქონდეს მოცემულ სფეროში საქმიანობის 2 წლიანი პედაგოგიური ან/და  პრაქტიკული გამოცდილება.
  • მოცემული დარგის მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული პირი, რომელსაც აქვს მოცემულ დარგში არანაკლებ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება ან/და დარგში/სპეციალობაში სალექციო კურსის წაკითხვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

 

პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი, პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინმებული სწავლის შედეგების გამომუშავების აუცილებელი კომპეტენცია.

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

 

  • CV-რეზიუმე
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი (საზღვარგარეთ დაცული ხარისხის შემთხვევაში, ავთენტურობაზე საჭირო  დოკუმენტაცია, ხოლო საქართველოში დაცული ხარისხის შემთხვევაში დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლები
  • სამეცნიერო–პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების სია
  • სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

 

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

 

 I ეტაპი – წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა;  II ეტაპი – პრეზენტაცია;    III ეტაპი – კონკურსის შეჯამება.

 

შენიშვნა:კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები,  შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge; 

 

საბუთების მიღება: 2018  წლის  3  ივნისიდან– 2018 წლის 3 ივლისის ჩათვლით.

 

გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის და  მიმართულების სახელწოდება!