აკადემიური თანამდებობები CSE

11 სექტემბერი 2018

კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლა (CSE) აცხადებს კონკურსს პროფესორის (2 ვაკანტური ადგილი), ასოცირებული პროფესორის (4 ვაკანტური ადგილი), ასისტენტ პროფესორის (2 ვაკანტური ადგილი) და ასისტენტის (4 ვაკანტური ადგილი)  აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ  დისციპლინებში:

 

  1. ეკონომიკა (2 პროფესორი)
  2. მიკროეკონომიკა (2 ასოცირებული პროფესორი)
  3. მაკროეკონომიკა (2 ასოცირებული პროფესორი)
  4. ეკონომიკა (2 ასისტენტ-პროფესორი)
  5. ეკონომიკა (4 ასისტენტი)

 

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

) პროფესორისთვის

  • პროფესორად 6 წლის ვადით აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლიანი გამოცდილება.

) ასოცირებული პროფესორისთვის

  • ასოცირებულ პროფესორად 3 წლის ვადით აირჩევა დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.

 ) ასისტენტ- პროფესორისთვის

  • ასისტენტ-პროფესორად 3 წლის ვადით აირჩევა დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი. სასურველია ჰქონდეს დისციპლინის შესაბამის სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება.

 დ) ასისტენტისთვის

  • დოქტორანტი
  • მოცემული დარგის მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული პირი, რომელსაც აქვს მოცემულ დარგში არანაკლებ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება ან/და დარგში/სპეციალობაში სალექციო კურსის წაკითხვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.

 

კანდიდატების მიმართ წაყენებული დამატებითი მოთხოვნა

 

პიროვნული თვისებები:

  • პასუხიმგებლიანი
  • სამართლიანი
  • დისციპლინირებული
  • გადმოცემის და პრეზენტაციის უნარი
  • აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი
  • მოსმენის უნარი
  • ინდივიდუალური მიდგომის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • ლოგიკური აზროვნების უნარი

 

წარმოსადგენი დოკუმენტები:

  1. CV-რეზიუმე
  2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
  3. განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი (დოქტორანტებმა უნდა წარმოადგინონ სადოქტორო პროგრამაზე სწავლის შესახებ ცნობა) ასევე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დიპლომის ასლები
  4. სამეცნიერო–პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა (შესაბამის თანამდებობაზე საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად)
  5. საკანდიდატო და/ან სადოქტორო თემის შესახებ ინფორმაცია (თემის სათაური, დარგი, მიმართულება, შესაბამის თანამდებობაზე საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად)
  6. სტატიების, წიგნების, მონოგრაფიების თუ სხვა სამეცნიერო შრომების შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოიცავს: ნაშრომის სახელწოდებას, გამოქვეყნების ადგილს, თარიღს, გვერდების რაოდენობას და გამომცემლობის დასახელებას, ასევე ნაშრომის გარე ყდის ასლებს (შესაბამის თანამდებობაზე საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად)
  7. კურს(ებ)ის სილაბუს(ებ)ი (სასურველია)
  8. სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დატვირთვების შესახებ ცნობა
  9. სხვა დოკუმენტები, სურვილისამებრ

 

პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის  და ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი, პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინმებული სწავლის შედეგების გამომუშავების აუცილებელი კომპეტენცია. 

 

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

 

  • I ეტაპი – წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა
  • II ეტაპი – პრეზენტაცია/გასაუბრება
  • III ეტაპი – კონკურსის შეჯამება

 

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორაცია და  კონკურსის მეორე ეტაპზე დაკავშირება მოხდება  მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, ვინც პირველ ეტაპს  გადალახავს წარმატებით.

 

  • კონკურსის გამოცხადების თარიღი: 2018 წლის 17 აგვისტო
  • საბუთების მიღება: 2018 წლის  17 სექტემბრიდან - 2018 წლის 27  სექტემბრის ჩათვლით
  • კონკურსის ჩატარების პერიოდი 2018 წლის ოქტომბრის  თვე
  • კონკურსის ჩატარების ადგილი: ქალაქი თბილისი, პაატა სააკაძის #1
  • კონკურსის შედეგების გამოქვეყნების თარიღი: 2018 წლის 15 ოქტომბერი

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, ელექტრონული ფოსტის მისამართებზე: hr@cu.edu.ge

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტს ელექტრონულ  ფოსტის მისამართზე hr@cu.edu.ge; T: 2 377777

გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის და მიმართულების სახელწოდება!