კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა (CSH) აცხადებს კონკურსს გერმანული ენის მოწვეული ლექტორის თანამდებობაზე ინგლისურენოვანი ჯგუფებისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- არანაკლებ მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული ხარისხი გერმანული ფილოლოგიის მიმართულებით
- მინიმუმ 2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება
- შესაბამის სფეროში მინიმუმ 1 წლიანი პედაგოგიგური გამოცდილება
მოვალეობები:
- ლექციის ჩატარება უცხო ენის სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით
- ლექციის ჩატარება, სტუდენტებთან კონსულტაცია და კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე (B2 დონე)
- თანამშრომლობა გამოცდების შედგენასა და ჩატარებაში
- თანამშრომლობა სილაბუსის შედგენასა და ინგლისურ ენაზე თარგმნაში
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლიანი;
- კომუნიკაბელური;
- სამართლიანი;
- დისციპლინირებული;
- გადმოცემის და პრეზენტაციის უნარი;
- აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი;
- მოსმენის უნარი;
- კრეატიული;
- მოტივირებული;
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
- ინდივიდუალური მიდგომის უნარი;
- ლოგიკური აზროვნების უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
- CV-რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენებზე;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- განათლების (კვალიფიკაციისა და აკადემიური ხარისხის/წოდების) დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები იმავე ან მომიჯნავე დარგში. დოქტორანტების შემთხვევაში - სადოქტორო პროგრამაზე სწავლის შესახებ ცნობა. ასევე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დიპლომის ასლები;
- საზღვარგარეთ დაცული ხარისხის შემთხვევაში, ავთენტურობისთვის განსაზღვრული საჭირო დოკუმენტაცია;
- სამეცნიერო–პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა;
- სამაგისტრო/სადოქტორო თემის შესახებ ინფორმაცია (თემის სათაური, დარგი, მიმართულება);
- სტატიების, წიგნების, მონოგრაფიების თუ სხვა სამეცნიერო შრომების შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოიცავს: ნაშრომის სახელწოდებას, გამოქვეყნების ადგილს, თარიღს, გვერდების რაოდენობას და გამომცემლობის დასახელებას, ასევე ნაშრომის გარე ყდის ასლებს (ბოლო 5 წლის მდგომარეობით);
- ინგლისური ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი - IELTS, TOEFL ან რომელიმე სხვა საერთაშორისო სერთიფიკატი.
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
I ეტაპი – წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა;
II ეტაპი – პრეზენტაცია/გასაუბრება;
III ეტაპი – კონკურსის შეჯამება.
კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და კონკურსის მეორე ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, ვინც პირველ ეტაპს გადალახავს წარმატებით.
საბუთების მიღება: 2019 წლის 22 ნოემბრიდან - 2019 წლის 4 დეკემბრის ჩათვლით.
კონკურსის ჩატარების პერიოდი 2019 წლის დეკემბერი.
კონკურსის ჩატარების ადგილი: ქალაქი თბილისი, პაატა სააკაძის #1
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართებზე: hr@cu.edu.ge ან წარმოადგინოთ ბეჭდური სახით, მისამართზე: პაატა სააკაძის #1, პერსონალის მართვის დეპარტამენტში.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტს, ელექტრონულ ფოსტის მისამართზე hr@cu.edu.ge; T: 032 2377777.
გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის სახელწოდება.
გისურვებთ წარმატებას!