აკადემიური თანამდებობები CSL

27 ნოემბერი 2018

კავკასიის უნივერსიტეტი (კავკასიის სამართლის სკოლა) აცხადებს კონკურსს პროფესორის (3 ვაკანტური ადგილი) და ასოცირებული პროფესორის (6 ვაკანტური ადგილი) თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ  მიმართულებაზე:

 

  • კერძო სამართალი
  • სისხლის სამართალი
  • საერთაშორისო საჯარო სამართალი

 

პროფესორი

 

  • კერძო სამართალი (1 ვაკანტური ადგილი)
  • სისხლის სამართალი (1 ვაკანტური ადგილი)
  • საერთაშორისო საჯარო სამართალი (1 ვაკანტური ადგილი)

 

ასოცირებული პროფესორი

 

  • კერძო სამართალი (2 ვაკანტური ადგილი)
  • სისხლის სამართალი (2 ვაკანტური ადგილი)
  • საერთაშორისო საჯარო სამართალი (2 ვაკანტური ადგილი)

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

) პროფესორისთვის

  • პროფესორად 6 წლის ვადით აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლიანი გამოცდილება.

 

) ასოცირებული პროფესორისთვის

  • ასოცირებულ პროფესორად 3 წლის ვადით აირჩევა დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.

 

პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი, პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინმებული სწავლის შედეგების გამომუშავების აუცილებელი კომპეტენცია.

 

კანდიდატების მიმართ წაყენებული დამატებითი მოთხოვნა

 

პიროვნული თვისებები:

 

  • პასუხიმგებლიანი
  • კომუნიკაბელური
  • სამართლიანი
  • დისციპლინირებული
  • გადმოცემის და პრეზენტაციის უნარი
  • აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი
  • მოსმენის უნარი
  • დარწმუნების უნარი
  • ინდივიდუალური მიდგომის უნარი
  • ლოგიკური აზროვნების უნარი

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

 

  1. CV-რეზიუმე
  2. პირადობის მოწმობის ასლი
  3. კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი (საზღვარგარეთ დაცული ხარისხის შემთხვევაში, ავთენტურობაზე საჭირო  დოკუმენტაცია, ხოლო საქართველოში დაცული ხარისხის შემთხვევაში დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლები
  4. სამეცნიერო–პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა
  5. გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების სია
  6. სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  7. სერტიფიკატები, ჯილდოები (სურვილისამებრ)

  

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

 

I ეტაპი – წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა

II ეტაპი – პრეზენტაცია/გასაუბრება

III ეტაპი – კონკურსის შეჯამება

 

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენ მიერ მოწოდებული ინფორაცია და კონკურსის მეორე ეტაპზე დაკავშირება მოხდება  მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, ვინც პირველ ეტაპს გადალახავს წარმატებით.

 

  • კონკურსის გამოცხადების თარიღი: 26 ნოემბერი 2018 წ.  
  • საბუთების მიღება: 2018 წლის 26 დეკემბრიდან - 2019 წლის 7 იანვრის ჩათვლით.
  • კონკურსის ჩატარების პერიოდი 2019 წლის იანვრის თვე.
  • კონკურსის ჩატარების ადგილი: ქალაქი თბილისი, პაატა სააკაძის #1
  • კონკურსის შედეგების გამოქვეყნების თარიღი: 2019 წლის  21  იანვარი.

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები,

 

ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართებზე: hr@cu.edu.ge ან წარმოადგინოთ ბეჭდური სახით, მისამართზე: პაატა სააკაძის #1, პერსონალის მართვის დეპარტამენტში.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტს ელექტრონულ  ფოსტის მისამართზე hr@cu.edu.ge; T: 2 377777

 

გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის და მიმართულების სახელწოდება!