აკადემიური თანამდებობები CST

4 დეკემბერი 2018

კავკასიის უნივერსიტეტი (კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა) აცხადებს მიღებას მოწვეული ლექტორის თანამდებობების დასაკავებლად საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების, ქართული და ინგლისურენოვანი ჯგუფებისთვის, შემდეგ დისციპლინებში:

 

საინფორმაციო ტექნოლოგიები - 22 ვაკანტური ადგილი:

 

  • ვებ ტექნოლოგიები
  • მონაცემთა ბაზები
  • სისტემური ადმინისტრირება
  • ელექტრონიკა
  • პროგრამირება (Java / .NET / Python)
  • ტელეკომუნიკაცია
  • კომპიუტერული ინჟინერია / სენსორები
  • კომპიუტერული თამაშების პროგრამირება
  • პროგრამირება მობილური მოწყობილობებისთვის (Android / iOS)
  • ხელოვნური ინტელექტი
  • მანქანური სწავლება
  • პროგრამირების პარადგიმები
  • პროგრამული ინჟინერია
  • ალგორითმები და მონაცემთა სტრუქტურები
  • სამომხმარებლო ინტერფეისები
  • ვირტუალიზაცია
  • VoIP ტექნოლოგიები
  • ოპერაციული სისტემები კორპორატიულ გარემოში (LINUX)
  • ალბათობა და სტატისტიკა
  • ქლაუდ ტექნოლოგიები
  • ERP სისტემები
  • IT პროექტის მართვა

 

არქიტექტურა - 3 ვაკანტური ადგილი:

 

  • გეოდეზია
  • შრომის უსაფრთხოება
  • შენობა- ნაგებობების უსაფრთხოება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • დოქტორი / დოქტორანტი / მაგისტრი / მაგისტრანტი / ბაკალავრი დისციპლინის შესაბამის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილებით და შესაბამის სფეროში მინიმუმ 1 წლიანი პედაგოგიგური გამოცდილებით.

 

კანდიდატების მიმართ წაყენებული  დამატებითი მოთხოვნა

 

პიროვნული თვისებები:

 

  • პასუხიმგებლიანი;
  • სამართლიანი;
  • კომუნიკაბელური;
  • მოტივირებული;
  • დისციპლინირებული;
  • გადმოცემის და პრეზენტაციის უნარი;
  • კრეატიული;
  • აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი;
  • დარწმუნების და მოსმენის უნარი;
  • ინდივიდუალური მიდგომის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • როგორც გუნდში, ისე ინდივიდუალურად მუშაობის უნარი.

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

 

  • CV-რეზიუმე;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • განათლების (კვალიფიკაციისა და აკადემიური ხარისხის/წოდების) დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები. დოქტორანტების შემთხვევაში - სადოქტორო პროგრამაზე სწავლის შესახებ ცნობა. ასევე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დიპლომის ასლები.

 

დამატებითი მოთხოვნები:

 

  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • სასურველია საინფორმაციო საკომუნიცაციო ტექნოლოგიების მიმართულებით ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

 

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

 

 I ეტაპი – წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა;

 II ეტაპი – პრეზენტაცია/გასაუბრება

 III ეტაპი – კონკურსის შეჯამება.

 

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორაცია და კონკურსის მეორე ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, ვინც პირველ ეტაპს გადალახავს წარმატებით.

 

საბუთების მიღება: 2018 წლის 3 დეკემბრიდან  - 2019 წლის 7 იანვრის ჩათვლით.

 

კონკურსის ჩატარების პერიოდი 2019 წლის იანვრის თვე.

 

კონკურსის ჩატარების ადგილი: ქალაქი თბილისი, პაატა სააკაძის #1

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@cu.edu.ge ან წარმოადგინოთ ბეჭდური სახით, მისამართზე: პაატა სააკაძის #1, პერსონალის მართვის დეპარტამენტი.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტს, ელექტრონულ ფოსტის მისამართზე hr@cu.edu.ge; T: 032 2377777.

 

გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი მიმართულების სახელწოდება!