CST მოწვეული ლექტორი

18 დეკემბერი 2019

კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა (CST) აცხადებს კონკურსს მოწვეული ლექტორის თანამდებობების დასაკავებლად (18 ვაკანტური ადგილი) შემდეგ დისციპლინებში, საბაკალავრო პროგრამის ქართული და ინგლისურენოვანი ჯგუფებისთვის:

 

  • პროგრამირების საფუძვლები
  • Android პროგრამირება
  • კომპიუტერის არქიტექტურა
  • ალგორითმები და მონაცემთა სტრუქტურები
  • .NET ტექნოლოგიები
  • Java დაპროგრამრების ენა
  • ვებ ტექნოლოგიები
  • სამომხმარებლო ინტერფეისები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • პროგრამირების პარადიგმები
  • კომპიუტერული უსაფრთხოება
  • Python დაპროგრამრების ენა
  • ქსელის და ქსელში არსებული სერვისების მონიტორინგი

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • არანაკლებ მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული ხარისხი შესაბამისი მიმართულებით
  • შესაბამის სფეროში მინიმუმ 1 წლიანი პედაგოგიგური გამოცდილება
  • მინიმუმ 2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება

 

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლიანი;
  • კომუნიკაბელური;
  • სამართლიანი;
  • დისციპლინირებული;
  • გადმოცემის და პრეზენტაციის უნარი;
  • აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი;
  • მოსმენის და დარწმუნების უნარი;
  • კრეატიული;
  • მოტივირებული;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
  • ინდივიდუალური მიდგომის უნარი;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი.

 

დამატებითი მოთხოვნები:

  • კანდიდატი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას ძალიან კარგ დონეზე.

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

  1. რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე;
  2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  3. განათლების (კვალიფიკაციისა და აკადემიური ხარისხის/წოდების) დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები იმავე ან მომიჯნავე დარგში. დოქტორანტების შემთხვევაში - სადოქტორო პროგრამაზე სწავლის შესახებ ცნობა. ასევე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის  დიპლომის ასლები;
  4. სამეცნიერო–პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა.

 

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

 I ეტაპი – წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა;

 II ეტაპი – პრეზენტაცია/გასაუბრება;

 III ეტაპი – კონკურსის შეჯამება.

 

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და კონკურსის მეორე ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, ვინც პირველ ეტაპს გადალახავს წარმატებით.

 

საბუთების მიღება: 2020 წლის 14 იანვრის ჩათვლით.

კონკურსის ჩატარების პერიოდი 2020 წლის იანვარი.

კონკურსის ჩატარების ადგილი: ქალაქი თბილისი, პაატა სააკაძის #1.

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართებზე: hr@cu.edu.ge ან წარმოადგინოთ ბეჭდური სახით, მისამართზე: პაატა სააკაძის #1, პერსონალის მართვის დეპარტამენტში.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტს, ელექტრონულ ფოსტის მისამართზე hr@cu.edu.ge; T: 032 2377777.

 

გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანტური პოზიციის და დიციპლინის/მიმართულების სახელწოდება.

 

გისურვებთ წარმატებას!