ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის მენეჯერი

5 მაისი 2017

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას  ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის მენეჯერის თანამდებობაზე.        

             

სამუშაო მოვალეობები:

 

  • უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების სისტემური უზრუნველყოფა;
  • სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხარისხის სრულყოფისათვის შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელებაზე კონტროლი;
  • სტუდენტთა მხარდაჭერის სერვისების გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
  • ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორთან შეთანხმებით, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება.
  • სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვის ხელშეწყობა;
  • ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის ფუნქციონირების ორგანიზაციული მხარდაჭერა.
  • ავტორიზაციისა და პროგრამული აკრედიტაციისათვის შესაბამისი დოკუმენტების მომზადება;
  • საგანმანათლებლო პროგრამების, სკოლების და უნივერსიტეტის საერთაშორისო საგანმანათლებლო აკრედიტაციების მოსაპოვებლად, შესაბამისი საქმიანობის წარმართვა;
  • საგანმანათლებლო პროგრამების პერიოდული მონიტორინგი;
  • სასწავლო პროცესის მსვლელობისა და სტუდენტთა აკადემიური მოსწრების პერიოდული მონიტორინგი/შემოწმება;
  • აკადემიური პროცესის მიმდინარეობის შესახებ ანგარიშების მომზადება;
  • ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორის სხვა დავალებების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო  მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან სამართლის მიმართულებით (სასურველია მაგისტრის ხარისხი).
  • მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება უმაღლესი განათლების სფეროში;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ავტორიზაციის/აკრედიტაციის ექსპერტად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

 

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოტივირებულობა და დისციპლინირებულობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • კოლეგიალობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

 

ანაზღაურება განისაზღვრება აპლიკანტის ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;

გამოსაცდელი ვადა: 2-3 თვე.

შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ  გასაუბრება და ტესტირება. 

 

სამუშაო დრო: ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით (შაბათი მოკლე სამუშაო დღე).

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge

გთხოვთ ელ. ფოსტის სათაურის (Subject) ველში მუთითოთ:   ხარისხის  უზრუნველყოფის დეპარტამენტის მენეჯერი“.

 

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2017 წლის 15 მაისი.

 

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.