კავკასიის მედიცინის სკოლა აცხადებს კონკურსს

6 ივლისი 2017

კავკასიის  უნივერსიტეტი (კავკასიის მედიცინის სკოლა) აცხადებს კონკურსს პროფესორის (7 ვაკანტური ადგილი) ასოცირებული პროფესორის (12 ვაკანტური ადგილი)  ასისტენტ- პროფესორის  (7 ვაკანტური ადგილი)  და  ასისტენტის  (4 ვაკანტური ადგილი) თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ მიმართულებებზე:

 

  1. მიმართულება: კლინიკური მედიცინა

1.1. ქვემიმართულება:  თერაპია /შინაგანი სნეულებანი                                                                                                  

პროფესორი  –  1  ვაკანტური ადგილი                                                             

ასოცირებული პროფესორი  – 2  ვაკანტური ადგილი

ასისტენტ-პროფესორი - 1 ვაკანტური ადგილი

ასისტენტი - 1  ვაკანტური ადგილი                                 

1.2. ქვემიმართულება: ქირურგია                                                                                                                     

პროფესორი  –1  ვაკანტური ადგილი   

ასოცირებული პროფესორი  – 2 ვაკანტური ადგილი                                      

ასისტენტ-პროფესორი  – 1  ვაკანტური ადგილი

1.3. ქვემიმართულება: მეან-გინეკოლოგია        

პროფესორი  –1 ვაკანტური ადგილი

ასოცირებული პროფესორი  – 2 ვაკანტური ადგილი

ასისტენტ-პროფესორი - 1 ვაკანტური ადგილი

1.4. ქვემიმართულება: ანესთეზიოლოგია/რეანიმატოლოგია

ასოცირებული პროფესორი  – 1 ვაკანტური ადგილი

ასისტენტ-პროფესორი - 1 ვაკანტური ადგილი

    

  1. მიმართულება: პრეკლინიკური მედიცინა (ფარმაკოლოგია,  პათოლოგია, მიკრობიოლოგია, იმუნოლოგია)

როფესორი  – 2  ვაკანტური ადგილი

ასოცირებული პროფესორი - 2  ვაკანტური ადგილი

ასისტენტ-პროფესორი -  1 ვაკანტური ადგილი

ასისტენტი - 1 ვაკანტური ადგილი

 

  1.  მიმართულება - საბაზისო მეცნიერებანი (ბიოფიზიკა, ანატომია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია, ემბრიოლოგია, ფიზიოლოგია, ბიოქიმია)

პროფესორი  – 2  ვაკანტური ადგილი

ასოცირებული პროფესორი  –  3 ვაკანტური ადგილი

ასისტენტ-პროფესორი - 2 ვაკანტური ადგილი

ასისტენტი - 2 ვაკანტური ადგილი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

ა)  პროფესორისთვის

  • დოქტორის ხარისხი შესაბამის სფეროში;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის და დისციპლინის შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 6 წლიანი გამოცდილება;

 

ბ) ასოცირებული პროფესორისთვის

  • დოქტორის  ხარისხი შესაბამის სფეროში;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური  მუშაობის და დისციპლინის შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

 

ბ) ასისტენტ- პროფესორისთვის

  • დოქტორის  ხარისხი შესაბამის სფეროში;
  • სასურველია დისციპლინის შესაბამის სფეროში მუშაობის 2  წლიანი გამოცდილება.

 

დ)  ასისტენტისთვის

  • დოქტორანტი, რომელსაც სასურველია ქონდეს მოცემულ სფეროში საქმიანობის 2 წლიანი პედაგოგიური ან/და  პრაქტიკული გამოცდილება.
  • მოცემული დარგის მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული პირი, რომელსაც აქვს მოცემულ დარგში არანაკლებ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება ან/და დარგში/სპეციალობაში სალექციო კურსის წაკითხვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

 

სავალდებულო მოთხოვნები:

ინგლისური ენის ცოდნა;

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

 

  • კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები;
  • CV-რეზიუმე;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი (საზღვარგარეთ დაცული ხარისხის შემთხვევაში, ავთენტურობაზე საჭირო  დოკუმენტაცია, ხოლო საქართველოში დაცული ხარისხის შემთხვევაში დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლები;
  • სამეცნიერო–პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა;
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების სია;
  • სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში; (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ინგლისური ენის კომპეტენციის /ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილების დამადატურებელი დოკუმენტაცია (ასეთი დოკუმენტაციის არარსებობის შემთხვევაში, კანდიდატის ენობრივი კომპეტენციის შემოწმება მოხდება პრეზენტაციის წარდგენისას საკონკურსო კომისიასთან);
  • საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის ასლი/კლინიკური აქტივობის დამადასტურებელი დოკუმენტი  (მხოლოდ კლინიკური მედიცინის მიმართულების აპლიკანტებისთვის).

 

პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი, პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინმებული სწავლის შედეგების გამომუშავების აუცილებელი კომპეტენცია.

 

 

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

 

I ეტაპი – წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა;

II ეტაპი – პრეზენტაცია;

III ეტაპი – კონკურსის შეჯამება.

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები,  შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge; 

 

გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის და  დისციპლინის სახელწოდება!

 

საბუთების მიღება: 2017  წლის  6  აგვისტოდან– 2017 წლის 06 სექტემბრის ჩათვლით.

 

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.