აკადემიური თანამდებობები CSB

5 ივლისი 2018

კავკასიის  უნივერსიტეტი (კავკასიის ბიზნესის სკოლა) აცხადებს კონკურსს პროფესორის (5 ვაკანტური ადგილი) ასოცირებული პროფესორის (5 ვაკანტური ადგილი) და ასისტენტ- პროფესორის  (10 ვაკანტური ადგილი)  და ასისტენტის  (15 ვაკანტური ადგილი) თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ  მიმართულებაზე:

 

  • ფინანსები
  • მენეჯმენტი
  • მარკეტინგი
  • საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი
  • სტატისტიკა
  • ეკონომიკა
  • მათემატიკა

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

პროფესორისთვის

  • პროფესორად 6 წლის ვადით აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლიანი გამოცდილება

 

) ასოცირებული პროფესორისთვის

  • ასოცირებულ პროფესორად 3 წლის ვადით აირჩევა დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.

 

) ასისტენტ- პროფესორისთვის

  • ასისტენტ-პროფესორად 3 წლის ვადით აირჩევა დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი.

 

დ) ასისტენტისთვის

  • დოქტორანტი
  • მოცემული დარგის მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული პირი, რომელსაც აქვს მოცემულ დარგში არანაკლებ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება ან/და დარგში/სპეციალობაში სალექციო კურსის წაკითხვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება

 

პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი, პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინმებული სწავლის შედეგების გამომუშავების აუცილებელი კომპეტენცია.

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

  • CV-რეზიუმე
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი (საზღვარგარეთ დაცული ხარისხის შემთხვევაში, ავთენტურობაზე საჭირო  დოკუმენტაცია, ხოლო საქართველოში დაცული ხარისხის შემთხვევაში დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლები
  • სამეცნიერო–პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების სია
  • სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში; (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

 

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

 I ეტაპი – წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა

 II ეტაპი – პრეზენტაცია

 III ეტაპი – კონკურსის შეჯამება

 

შენიშვნა:კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები,  შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge

საბუთების მიღება: 2018 წლის  5 აგვისტოდან - 2018 წლის 28 აგვისტოს ჩათვლით.

გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის და  მიმართულების სახელწოდება!