აკადემიური თანამდებობები-CSH

6 დეკემბერი 2018

კავკასიის უნივერსიტეტი (კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა) აცხადებს კონკურსს ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ დისციპლინებში:

 

ასოცირებული პროფესორი (2 ვაკანტური ადგილი)

 

  • ინგლისური ფილოლოგია

 

ასისტენტ-პროფესორი (5 ვაკანტური ადგილი)

 

  • ფსიქოლოგია
  • სოციოლოგია
  • ინგლისური ფილოლოგია
  • ევროპისმცოდნეობა

 

ასისტენტი (4 ვაკანტური ადგილი)

  • ფსიქოლოგია
  • სოციოლოგია
  • ევროპისმცოდნეობა

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

ა) ასოცირებული პროფესორისთვის

  • ასოცირებულ პროფესორად 3 წლის ვადით აირჩევა ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია დისციპლინის შესაბამის სფეროში 3 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება.

 

ბ) ასისტენტ-პროფესორისთვის

  • ასისტენტ-პროფესორად 3 წლის ვადით აირჩევა საკონკურსო მიმართულების შესაბამის დარგში: ფსიქოლოგიის / სოციოლოგიის / ინგლისური ფილოლოგიის / ევროპისმცოდნეობის დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია დისციპლინის შესაბამის სფეროში 3 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება.

 

გ) ასისტენტისთვის

 

  • დოქტორანტი ფსიქოლოგიის / სოციოლოგიის / ევროპისმცოდნეობის მიმართულებით;
  • ფსიქოლოგიის / სოციოლოგიის / ევროპისმცოდნეობის დარგის მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული პირი, რომელსაც აქვს მოცემულ დარგში არანაკლებ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება ან/და დარგში/სპეციალობაში სალექციო კურსის წაკითხვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

 

დამატებითი მოთხოვნა კანდიდატებისთვის

 

პიროვნული თვისებები:

 

  • პასუხიმგებლიანი;
  • სამართლიანი;
  • კომუნიკაბელური;
  • გადმოცემის და პრეზენტაციის უნარი;
  • კრეატიული;
  • აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი;
  • როგორც გუნდში, ისე ინდივიდუალურად მუშაობის უნარი.

 

დამატებითი მოთხოვნები:

 

  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

 

  • რეზიუმე (CV);
  • კურს(ებ)ის სილაბუს(ებ)ი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • განათლების (კვალიფიკაციისა და აკადემიური ხარისხის/წოდების) დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები. დოქტორანტების შემთხვევაში - სადოქტორო პროგრამაზე სწავლის შესახებ ცნობა. ასევე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის  დიპლომის ასლები;
  • საზღვარგარეთ დაცული ხარისხის შემთხვევაში, ავთენტურობაზე საჭირო დოკუმენტაცია.
  • სამეცნიერო–პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა;
  • სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დატვირთვების შესახებ ცნობა;

 

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

 

 I ეტაპი – წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა;

 II ეტაპი – პრეზენტაცია/გასაუბრება

 III ეტაპი – კონკურსის შეჯამება.

 

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორაცია და კონკურსის მეორე ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, ვინც პირველ ეტაპს გადალახავს წარმატებით.

 

  • კონკურსის გამოცხადების თარიღი: 7 დეკემბერი  2018 წ. 
  • საბუთების მიღება: 2019 წლის 7 იანვრიდან  - 2019 წლის 13 იანვრის ჩათვლით.
  • კონკურსის ჩატარების პერიოდი 2019 წლის იანვრის  თვე.
  • კონკურსის ჩატარების ადგილი: ქალაქი თბილისი, პაატა სააკაძის #1
  • კონკურსის შედეგების გამოქვეყნების თარიღი: 2019 წლის 19 იანვარი.

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართებზე: hr@cu.edu.ge ან წარმოადგინოთ ბეჭდური სახით, მისამართზე: პაატა სააკაძის #1, პერსონალის მართვის დეპარტამენტში.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტს, ელექტრონულ ფოსტის მისამართზე hr@cu.edu.ge; T: 032 2377777.

 

გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის და მიმართულების სახელწოდება!