აკადემიური თანამდებობები CSH

5 ივლისი 2018

კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა(CSH), ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამის მომზადების ფარგლებში, აცხადებს კონკურსს პროფესორის ( 2 ვაკანტური ადგილი), ასოცირებული პროფესორის ( 6 ვაკანტური ადგილი), ასისტენტ პროფესორის (4 ვაკანტური ადგილი) და ასისტენტის (2 ვაკანტური ადგილი)  აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ მიმართულებებზე:

 

  1. ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხური:
  • აქართული ენა და ლიტერატურა
  • მათემატიკა
  • ბუნებისმეტყველება
  • საზოგადოებრივი მეცნიერებები

 

  1. მასწავლებლის პროფესიული უნარები
  2. კვლევის მეთოდები

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

პროფესორისთვის

  • პროფესორად 6 წლის ვადით აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლიანი გამოცდილება

 

) ასოცირებული პროფესორისთვის

  • ასოცირებულ პროფესორად 3 წლის ვადით აირჩევა დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.

 

) ასისტენტ- პროფესორისთვის

  • ასისტენტ-პროფესორად 3 წლის ვადით აირჩევა დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი.

 

დ) ასისტენტისთვის

  • დოქტორანტი
  • მოცემული დარგის მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული პირი, რომელსაც აქვს მოცემულ დარგში არანაკლებ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება ან/და დარგში/სპეციალობაში სალექციო კურსის წაკითხვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება

 

პიროვნული თვისებები :

  • პასუხიმგებლიანი
  • დისციპლინირებული
  • გადმოცემის და პრეზენტაციის უნარი
  • აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი
  • დარწმუნების უნარი
  • ინდივიდუალური მიდგომის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • ლოგიკური აზროვნების უნარო
  • როგორც გუნდში, ისე ინდივიდუალურად მუშაობის უნარი

 

წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • CV-რეზიუმე (რეკომენდატორების მითითებით)
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
  • განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი
  • სამეცნიერო–პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა (შესაბამის თანამდებობაზე საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად)
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების სია ( შესაბამის თანამდებობაზე საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად)
  • სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში (შესაბამის თანამდებობაზე საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად)
  • კურსის/კურსების სილაბუსი და/ან პრეზენტაცია (სურვილისამებრ)
  • სერტიფიკატების ასლები (სურვილისამებრ)

 

პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის  და ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი, პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინმებული სწავლის შედეგების გამომუშავების აუცილებელი კომპეტენცია.

 

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

 

I ეტაპი – წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა

II ეტაპი – პრეზენტაცია

III ეტაპი – კონკურსის შეჯამება

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართებზე: hra@cu.edu.ge; agoglichidze@cu.edu.ge

 

შენიშვნა:კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

საბუთებისმიღება: 2018 წლის 5  აგვისტოდან - 2018 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით.

 

გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის და მიმართულების სახელწოდება!